-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ნიადაგმცოდნეობის კათედრა. ქართ. უნ-ტში ნიადაგმცოდნეობასა და მიწათმოქმედებაში ლექციების წასაკითხად მოწვეული იქნა დიმიტრი გედევანიშვილი (1918), სადაც მან დააარსა ნიადაგმცოდნეობის კათედრა (1919). ნიადაგების შესწავლის მიზნით, მან მოაწყო ექსპედიციები საქართვ. სხვადასხვა კუთხეში (1926-1928). უნ-ტის აგრონ. ფაკ-ტის ბაზაზე ასევე შექმნა სასწ.-სამ. ინ-ტი (ამჟამად აგრ. უნ-ტი), სადაც იყო მის მიერვე დაარსებული ნიადაგმცოდნეობის კათედრის ხელმძღ. ნიადაგმცოდნეობის კათედრა ფუნქციონირებდა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკ-ტთან (1934). კათედრას სათავეში კვლავ პროფ. დიმიტრი გედევანიშვილი ჩაუდგა. შემდეგ კათედრის ხელმძღ. იყო პროფ. მიხეილ საბაშვილი (1900-1979) (1934). მის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული საქართვართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და, კერძოდ, ნიადაგმცოდნეობის განვითარება. მისი უშუალო ხელმძღანელობით შექმნილია ნიადაგის რუკები (სხვადასხვა მასშტაბის), რ-თა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა საქართვ. ნიადაგური რუკა (მასშტაბი 1 : 200,000, 1955). ნიადაგმცოდნეობის კათედრა შეუერთდა ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრას, რ-საც თავდაპირველად აკად. მ. საბაშვილი ხელმძღვანელობდა (1955). გაერთიანებულ კათედრაზე სამეც.-კვლ. მუშაობა წარიმართა საქართვ. ტერიტორიის ჰიდროლოგიური, კლიმატური და ნიადაგური დარაიონების საკითხებზე. ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგმცოდნეობის კათედრის გაყოფის შედეგად (2005), ნიადაგების გეოგრ. და ნიადაგების დაცვის კათედრა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რ-ის ხელმძღ. იყო პროფ. თ. ურუშაძე (2006-დან). ამჟამად ნიადაგების გეოგრაფიის კათედრას ხელმძღვანელობს პროფ. ლია მაჭავარიანი (2012-დან). კათედრაზე მოღვაწეობს ასოცირებული პროფ. ბესიკ კალანდაძე. კათედრაზე სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ: პროფ. მ. შევარდნაძე, პროფ. ვლ. ლეჟავა, დოცენტები: რ პეტრიაშვილი, გ. სამარგულიანი, ც. ფიფია.