ნეთანიაჰუ ბენიამინ
ნეთანიაჰუ ბენიამინ

ნეთანიაჰუ ბენიამინ (ებრ.  בִּנְיָמִין "בִּיבִּי" נְתַנְיָהו‎, დ. 21.X.1949, თელ-ავივი), თსუ-ის რექტორის წარდგინებით მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (14.V.2014).

 ნ. ბ. ისრაელის სახელმწ. და პოლიტიკური მოღვაწეა. ის კონსერვატიული პარტია ,,ლიკუდის“ ლიდერი (1993-1999 და 2005-დან) და ისრაელის პრემიერ-მინისტრია (1996-1999 და 2009-2021). მან თანამდებობაზე სულ 15 წელი იმუშავა, რითაც ის ისრაელის პრემიერ-მინისტრის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მსახურობდა. იგი ასევე იყო პირველი პრემიერ მინისტრი, რ-იც დაიბადა ისრაელში მისი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ნ. ბ. იყო ფინანსთა მინისტრი (2003-2005), როდესაც ის არიელ შარონის ღაზადან გამოსვლის გეგმის პროტესტის ნიშნად გადადგა. ნ. ბ. არის კნესეტში ოპოზიციის ოფიციალური ლიდერი (2006-2009). მან პარტიის არჩევნებში მოშე ფეიგლინის  დამრცხებით პარტიის ხელმძღვანელის პოსტი შეინარჩუნა (2007).