ნერსესიანი ალექსანდრე
ნერსესიანი ალექსანდრე

ნერსესიანი ალექსანდრე (27.XI.1943, ქ. თბილ.). დაამთავრა თბილ. 37-ე საშ. სკოლა (1960). სწავლობდა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტზე (1960-1965), რომლის დასრულების შემდეგ, განაგრძო სწავლა ასპირანტურაში თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტის თეორიული ფიზიკის კათედრაზე (1966-1969). არის მეცნ. აკადემიის (2006–დან თსუ–ის ანდრონიკაშვილის სახ.) ფიზიკის ინ–ტის თანამშრომელი: უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი(1969-1975), ნეიტრონოგრაფიის ლაბორ. ხელმძრვანელის მ.შ., ფიზიკის ინ–ტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი (1975-1998) და წამყვანი მეცნ. თანამშრომელი(1998-2006). არის ფიზიკის ინ–ტის კონდენსირებულ გარემოთა განყ–ების მთავარი მეცნ. თანამშრომელი (2006–დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1971) და  სადოქტორო დისრეტაცია (1985) კონდენსირებულ გარემოთა თეორიაში.  არის 100-ზე მეტი სამეცნ. შრომის ავტორი. ძირითადი შრომები შესრულებული აქვს დაბალგანზომილებიანი ძლიერ-კორელირებული სისტემების ფიზიკაში. მის კალამს ეკუთვნის ა, გოგოლინთან და ა. ცველიკთან თანაავტორობით შესრულებული   მონოგრაფიაBosonization and Strongly Correlated Systems“ Oxford University Press (1998), რ–იც სამაგიდო წიგნად იქცა დარგის სპეციალისტებისვის. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ნ.ა. ინტენსიურად თანამშრომლობს ევროპის წამყვან სამეცნ. ცენტრებთან. ის არაერთგზის გრძელვადიანი ვიზიტით იმყოფება ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების თეორიული ფიზიკის ინ–ტში (დანია, NORDITA, 1988-1892), მიწვეული პროფესორი ჩალმერსის ტექნოლ. უნ–ტის თეორიული ფიზიკის ინ–ტში (შვედეთი, გეტებორგი, 1992-1994) და ოქსფორდის უნ–ტის თეორიული ფიზიკის ინ–ტში (1995-1996). ნ.ა. ბონის უნ–ტის თეორიული ფიზიკის ინ–ტის მიწვეული მკვლევარია (1997-1998), ხოლო შემდეგ ის აბდუს სალამის სახ. თეორიული ფიზიკის საერთაშ. ცენტრის ასოცირებული მკვლევარია(იტალია, ტრიესტი, ICTP, 1998-2016). ილიას სახელმწ. უნ–ტის საბუნებისმეტყველო მეცნ. და მედიცინის ფაკ–ტის სრული პროფესორი (2009-2016), ხოლო დღემდე ამავე ფაკ–ტის მოწვეული პროფესორია (2016–დან). არჩეულია საქართვ.  მეცნ. ეროვნ. აკადემიის ნამდვილ წევრად (2018).  მიენიჭა საქართვ. ეროვნ. პრემია(2024).