-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ანგლისტი ასოცირებული პროფესორი
ნემსაძე ნათია (ნათელა) ნუგზარის ასული (12.V.1968, თბილისი), ანგლისტი, ენათმეცნიერი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006). დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა (1989). გახდა ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1994); თსუ-ის ლექტორი (1994-1995); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ესთეტური ეფექტის ფსიქოლინგვისტური მექანიზმი (ევროპული და ამერიკული პროზისა და პოეზიის მასალაზე)“ (2006). თსუ-ის დოცენტი (1995-2006); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2006-2012). ნ. ნ. იმყოფებოდა სამეცნ. მივლინებებში რედინგის უნ-ტში (გაერთიანებული სამეფო, 1999), ოქსფორდის უნ-ტში (გაერთიანებული სამეფო, 2001), „ერაზმუს +“ პროგრამის ფარგლებში ბუდაპეშტის კაროლი გაშპარის სახ. უნ-ტში (უნგრეთი, 2023). ნ. ნ-ს სამეცნ. ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა: ლინგვ. პრაგმატიკა, სემანტიკა, კოგნიტიური ლინგვ.; ენის ცვლილებები, სინქრონული თარგმანის ძირითადი სტრატეგიები; სასამართლო ლინგვ.. ამ საკითხებისადმი მას მიძღვნილი აქვს მრავალი სტ. და მოხსენება სამეცნ. კონფერენციებზე. მაგ.: „სინქრონული თარგმანის განხორციელების ძირითადი მექანიზმი და თარჯიმანის როლი სამეტყველო აქტის პროცესში“; „სასამართლო ლინგვისტიკის ძირთადი მიზნები“ (2025); „მეტყველების დეკომპრესიის, გენერალიზაციისა და კომპენსაციის სტრატეგიები სინქრონული თარგმანის დროს“; „ენის ცვლილების მექანიზმი“. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სტ. „გრაფიტი — ვანდალიზმი თუ თვითდამკვიდრების საშუალება“ (2008), რ-შიც ავტორი ლინგვისტიკასთან ერთად გრაფიტის ფსიქოლიგიურ მიზეზებსაც იკვლევს; „ენტროპიისა და ნეგატიური ენტროპიის ცნებები და მათი გამოყენების მიზანშეწონილობა ენის განვითარების პროცესის კვლევაში“ (2001); „ი. პრიგოჟინის თეორია და მისი ლინგვისტური გამოყენების გამართლებულობის საკითხი“ (2001). მისი სტატია „ცნება „ინტელიგენცია“ — სემანტიკა, პრაგმატიკა“ დაიბეჭდა საერთაშ. იმპაკტ ფაქტორის მქონე ჟურნ. European Scientific Journal (2025), სადაც რეცენზენტმა აღნიშნა, რომ ეს ნაშრომი არის ღირებული წვლილი სემანტიკისა და კოგნიტიურ მეცნიერებაში (The paper is a valuable contribution to semantic and cognitive-linguistic studies). ნ. ნ. სხვადასხვა დროს თსუ-ში ასწავლიდა ინგლ. ენის გრამატიკას, წერის უნარ-ჩვევებს, ტექსტის ინტერპრეტაციას. კითხულობდა ენის სტრუქტურის, ინგლ. ენის ლექსიკოლოგიის, ლექსიკური სემანტიკისა და კომუნიკაციური ლინგვისტიკის თეორიულ კურსებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. მისი ხელმძღვანელობით დისერტაცია დაიცვა 15-მა მაგისტრანტმა და 6-მა დოქტორანტმა. ის იყო 5 დოქტორანტის რეცენზენტი. მუდმივად არის დროებითი სადისერტაციო საბჭოს წევრი, იყო უნ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი. ის მუშაობს სასწ. მასალების შედგენაზე, არის მაგისტრატურაში / დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების კომისიისა და სააპელაციო კომისიების წევრი, ერაზმუს + პროგრამის შესარჩევი კომისიების წევრი; დოქტორანტის სემინარებისა და კოლოკვიუმების ხელმძღვ. მიიღო ბრიტანეთის სერტიფიკატი The CEELT the Cambridge Examination in English for Language Teachers (ქეიმბრიჯის სერტიფიკატი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, მე-2, უმაღლესი დონე, 2001).
თხზ.: ნემსაძე, ნ. (1998). მხატრული ტექსტის გაგების ერთ-ერთი სტრატეგიის ილუსტრაცია. ისტორია-ფილოლოგია, შრომების კრებ. №1, გვ. 366; თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნემსაძე, ნ. (1999). ენა და ენტროპია. თსუ შრომები №1, 334, გვ. 70-72. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნემსაძე, ნ. (2001). ენტროპიისა და ნეგატიური ენტროპიის ცნებები და მათი გამოყენების მიზანშეწონილობა ენის განვითარების პროცესის კვლევაში. თსუ შრომები №2, 339 (2). თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნემსაძე, ნ. (2001). ი. პრიგოჟინის თეორია და მისი ლინგვისტური გამოყენების გამართლებულობის საკითხი. თსუ შრომები №2, 339 (2), გვ. 219-220. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნემსაძე, ნ. (2001). ვერბალური ქაოსი და მისი მოწესრიგების გზა. თსუ შრომები №2, 339 (2), გვ. 221-222. თბ., უნ–ტის გამ–ბა.