-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოსოფოსი დოქტორი პროფესორი
ნემსაძე მიხეილ (მიშა) ერმილეს ძე (25.IX.1932, ქუთაისი - 2011, თბილისი), ფილოსოფოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1955) და ამავე უნ-ტის ასპირანტურა (1958). ფილოს. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,პროკლე დიადოქოსის ფილოსოფიური მოძღვრება“ (1962). დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,ნეოპლატონიზმი და იოანე პეტრიწი“ (1974), პროფესორი (1977). სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის ფილოსოფიის ისტორიის კათედრაზე. იყო ამავე კათედრის გამგე (1985-2005). მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს. იყო ფილოს. მეცნ. დარგში სახელმწ. პრემიის ლაურეატი. ნ. მ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა: ფილოსოფიის ისტორია, კერძოდ, ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია, აგრეთვე ქართ. ფილოს. აზრის ისტორია. მისი ფუნდამენტური ნაშრომები ეძღვნება ნეოპლატონიზმის (პლოტინე, პროკლე) ტრანსფორმაციასა და რეცეფციას ქრისტიანულ აზროვნებაში. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იოანე პეტრიწის ფილოს. მემკვიდრეობის კვლევაში; მან მეცნიერულად დაასაბუთა პეტრიწის მოძღვრების კავშირი პროკლე დიადოხოსის „თეოლოგიის ელემენტებთან“ და წარმოაჩინა ქართ. რენესანსის ეპოქის აზროვნების სპეციფიკა. ავტორია ანტ. ფილოსოფიის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებისა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ფილოსოფოსთა რამდენიმე თაობა.
თხზ.: ნემსაძე, მ. (1972). ნეოპლატონიზმი და იოანე პეტრიწი. თბ.; ნემსაძე, მ. (1989). ანტიკური ფილოსოფიის ისტორია. თბ.; ნემსაძე, მ. (თანაავტორი). (2005). ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია. თბ., ISBN: 9994028367.ა