ნაცვლიშვილი ნუგზარ ალექსანდრეს ძე
ნაცვლიშვილი ნუგზარ ალექსანდრეს ძე

ნაცვლიშვილი ნუგზარ ალექსანდრეს ძე (12.VII.1955). დაამთავრა თსუ–ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1978); თბითსუ–ის ასპირანტურა ტელეჟურნალისტიკის სპეციალობით (1987); თსუ–ის დოქტურანტურა ტელეჟურნალისტიკის სპეციალობით (2012). ნ.ნ. იყო–საქართვ. ტელერადიო კომიტეტის, ტელევიზიის სამეცნ.-პოპულარული და საინფორმაციო მთავარი რედაქციების რედაქტორი, ავტორი (1978–1985); თსუ–ის ტელერადიოჟურნალისტიკის კათედრის მეცნ. თანამშრომელი, ასისტენტ-პროფესორი (1987–2007); ტელეკომპანია „ტაო–ს“ შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვ. (1994–1996); თსუ–ის სტუდენტურ-შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვ. პუბლიცისტური პროგრამა „საწინდარი“ (საქართველოს ტელევიზია, I არხი, 2001–2007); თსუ–ის მასობრივი კომუნიკაციების ინ–ტის, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვ. (2006–2007); მარკეტინგული და მედია კომუნიკაციების ინ–ტის ასისტენტ-პროფესორი (2009–2012); კითხულობდა სხვადასხვა უნ–ტებში საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს: თსუ, კავკასიის საერთაშ. უნ–ტი, საქართვ. ტექნ. უნ–ტი, დ. აღმაშენებლის უნ–ტი, გრ. რობაქიძის უნ–ტი. ნ.ნ-ს  გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები ტელეჟურნალისტიკაში; ხელმძღვანელობდა საბაკალავრო ნაშრომებს, მონაწილეობდა კონფერენციებში; ავტორია დოკუმენტური ფილმის „გუდაური“ ტექსტისა (1997), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სოციალური რეკლამის ტენდერის გამარჯვებული( 1998). ჯილდოები: ჟურნალისტთა წლის კონკურსი „დედაქალაქი“, ნომინაცია „სატელევიზიო გადაცემა“ (2003). თსუ-ში მოწვეული პედაგოგის პოზიცია (2007–დან).