-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი მასწავლებელი
ნაცვლიშვილი ირინა აკაკის ასული (06.II.1967. ქ. თბილისი), ფილოლოგი. ფილოლოგიურ მეცნ. აკად. დოქტორი (1997), დოცენტი (2002), მენტორი მასწავლებელი (2017). დაამთავრა ქ. თბილ. 102-ე საშ. სკოლა (1983), თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1988), თსუ-ის საკანდიდატო სამეცნ. ხარისხის მაძიებლობის პროგრამა (1996). იყო თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის თანამშრომელი (1988-2006), თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ქართ. ლიტერატურის განყ-ბის მეცნიერ თანამშრომელი (2006-დან), თბილ. 21-ე საჯარო სკოლის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (2006-დან), სხვადასხვა უმაღლ. სასწავლებლის მიწვეული ასოცირებული პროფესორი, მათ შორის: თბილ. სას. სემინარიის (2007-2008), კავკასიის უნ-ტის ჰუმანიტარულ მეცნ. სკოლის (2009-2011) და სხვ.; იყო კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის (GCLA) წევრი (2022-დან); საერთაშ. სამეცნ. პროექტის „ქრისტიანულ-მუსლიმური ურთიერთობები 1500-1900“ (CMR1900) მონაწილე (ბირმინგემის უნივერსიტეტი, ბრიტანეთი, 2018-2020). მრავალი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის, უცხოურ და პრესტიჟულ სამეცნ. ბაზებში ინდექსირებულ გამოცემებში, ათეულობით ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. სიმპოზიუმისა და ფორუმის მონაწილე.