ნაცვლიშვილი ია გივის ასული (26.III.1967, ბორჯომი), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მიკროეკონომიკის კათედრის აკად. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკ-ტი ფილოსოფიის სპეციალობით (1984-1989). გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის ასპირანტურა (1993). წარჩინებით დაამთავრა ეკონომიკის ფაკ-ტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით (1996-1999). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1999) და მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. კანდიდატის წოდება. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის კვლევითი ინ-ტის საბაზრო ურთიერთობათა სოციოლოგიის განყ-ების უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად (1993–2001). არის თსუ-ის ეკონ. თეორიის კათედრის მასწავლებელი (1999-2001), ამავე კათედრის დოცენტი (2001-2006) და ასოცირებული პროფესორი მიკროეკონომიკის კათედრაზე (2006–დან). ნ.ი. მონაწილეობს საერთაშ. და ადგილობრივ კვლევით და საგანმან. გრანტებსა და პროექტებში, გავლილი აქვს არაერთი სტაჟირება. არის საერთაშ. სასტიპენდიო კონკურსის და კვლევითი პროექტის კონკურსში გამარჯვებული, მკვლევარ–სტიპენდიანტია სხვადასხვა დეპარტამენტსა და საზღვარგარეთ უნ-ტებში (2004-2012). ევროკავშირის გრანტის Erasmu+ Key Action ლექტორთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გაიარა ორი სასწ. კურსი და კვლევა კობლენცის უნ-ტში (გერმანია, 2018). განათლებისა და კვლევის მიმართულებით ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის (APPEAR) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ,,ქალთა მეწარმეობა, ქალ სტუდენტთა გაძლირება სამეწარმეო კარიერისთვის“ პარტნიორი (2023). პროფესორი ნ.ი. არის არაერთი საერთაშ. უცხ. მაღალრეიტინგული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი, საერთაშ. სამეცნ. საზ-ების, ასოციაციის წევრი. იგი არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი კოლექტიური მონოგრაფიისა და მიკროეკონომიკის სახელმძღვანელოს თანაავტორი.
თხზ.:ნაცვლიშვილი, ი. (2008). ბიზნეს-განათლების გამოწვევები ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში:ბიზნესის ადმინისტრირება. ეკონომიკა და ბიზნესი №5, გვ. 132–142. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნაცვლიშვილი, ი. (2016). ფერმერული მეურნეობათა დივერსიფიკაციის ევროპული მოდელები და თანამედროვე გამოწვევები. ეკონომიკა და ბიზნესი= Economics and business. №2, ტ. IX , გვ. 31–40. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნაცვლიშვილი, ი. (2020). მდგრადი განვითარების და მდგრადი ბიზნეს მოდელის პერსპექტივები პოსტკოვიდურეპოქაში. გლობალიზაცია და ბიზნესი=Globalization & business. №10, გვ. 228–232. თბ.; ნაცვლიშვილი, ი. (თანაავტორი). (2025). გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოში. ეკონომიკა და ბიზნესი= Economics and business. №2, ტ. XVII , გვ. 83-112. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნაცვლიშვილი, ი. (მთარგმნელი). (2025). ეკონომიკა ბიზნესისთვის = Economics for Business : [სახელმძღვანელო 2 ნაწილად]. ნაწილი 1.თბ., უნ–ტის გამ–ბა; ნაცვლიშვილი, ი. (მთარგმნელი). (2025). ეკონომიკა ბიზნესისთვის = Economics for Business : [სახელმძღვანელო 2 ნაწილად]. ნაწილი 2.თბ., უნ–ტის გამ–ბა.