ნაცვლიშვილი გრიგოლ (გია) ვასილის ძე
ნაცვლიშვილი გრიგოლ (გია) ვასილის ძე

ნაცვლიშვილი გრიგოლ (გია) ვასილის ძე (22.VII.1956). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1979). მუშაობდა თსუ-ის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში ლაბორანტის, ინჟინრის, მეცნ. თანამშრომლის თანამდებობებზე (1979-2006). არის ათამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში. სამეცნ. ინტერესები: ნივთიერებათა იზოტოპური და ელემენტური ანალიზი, მას-სპექტრომეტრია,  არამიწიერი ობიექტების - მეტეორიტების შესწავლა, რადიაციული კვლევები და გარემოს ეკოლოგიური მონიტორინგი. ის, აგრეთვე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა უნ-ტის მუსიკალურ ცხოვრებაში. სტუდენტობიდან იყო თსუ-ის საესტრადო ანსამბლის, ვაჟთა სახ. გუნდის და ვოკალური ანსამბლის წევრი. მიღებული აქვს სტუდენტთა საერთაშ. ფესტივალების მრავალი დიპლომი. უნ-ტის ბაზაზე,  მეგობრებთან ერთად დააარსა ცნობილი კვარტეტი „4 გია“ (1986). ხელმძღვანელობდა თსუ-სთან არსებულ საბავშვო მუსიკალურ სტუდიას „ექსპრომტი“. ჩატარებული აქვს უამრავი კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.