ნაცვლიშვილი ბექა იუზას ძე
ნაცვლიშვილი ბექა იუზას ძე

ნაცვლიშვილი ბექა იუზას ძე (19.X.1977, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ–ტი სპეციალობით გერმანისტიკა (2001). ვესტფალიის ვილჰელმის უნ-ტი (2006). იყო: საქართვ.  ტურიზმის ასოციაციის, აღმასრ. მენეჯერი (2008-2009); ტურიზმის სკოლა "ნიუკაზის" სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ლექტორი (2008-2009); "საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის" დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვ. (2009-2010); "საქართველოს უნივერსიტეტი" პოლიტ. მეცნ. ლექტორი (2009-2011); საზ-ების კვლევის ცენტრის მკვლევარი (2009-2014); ბრიუსელში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" ეგიდით მკვლევრი (2010); საქართვ. მთავრობის ადმ., პოლიტ. ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩეველი - I კატეგორია, (2012-2014); ევროკომისიის (ტემპუსი) სამაგისტრო პროგრამის - "ევროპასთან ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ხელმძღვ. (2013–დან), პოლიტ. ეკონ. და პოლიტ. სოც. ლექტორი; "კავკასიის უნივერსიტეტის" პოლიტ. მეცნ.  ლექტორი (2013-დან); თბილ. მუნიციპ. საკრებულოს წევრი (2014-2016); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №10 საარჩევნო ოლქიდან  (2016-2020);  დატოვა "ქართული ოცნება" (2019) და შეუერთდა პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსს", რომლის რიგებიც ასევე დატოვა (2020-2021). არის ადგილ. და საერთაშ. კონფერენციების აქტიური მონაწილე და არაერთი პუბლიკაციის ავტორი:,,საქართვერლო, მაპი და ევროპული პრაგმატიზმი” (რეზონანსი N290, 2008); ,,სამოქალაქო აქტივობა და არაფორმალური შრომითი ურთიერთობები. მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ძიებაში” (ბანკები და ფინანსები, №17, 2011); ,,საჭიროა ახალი ტიპის მაჟორიტარი” რეზონანსი, №129, 2012).