-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ნაცვალაძე მარინე ირაკლის ასული ( 02.VI.1968. თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1985-1990), ასპირანტურა (1990-1993). ეკონ. ფაკ-ტის მასწავლებელი ( 1992-2006 ), ქართულ-ბრიტანული საერთაშ. უნ-ის ასოცირებული პროფესორი (2005-2007), კავკასიის უნ-ის, კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) პროფესორი (2007-2009), თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2006-2009), თეორ. ეკონომიკის კათედრის ასოცორებული პროფესორი (2012), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2018), ფაკ-ის ეკონ. საგანმან. პროგრამის დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრი, თსუ-ის აკად. კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების სამუშაო ჯგუფის წევრი, (2020), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის საბჭოს მდივანი (2013-2018), 2016 წლიდან დღემდე - მსოფლიო ეკონ. კვლევის (World Economic Survey-WES) ექსპერტთა ჯგუფის წევრი (Center for Economic Studies (CES), Ifo Center for Business Cycle Analysis and Surveys, the Ifo Institute and the CESifo GmbH (Munich Society for the Promotion of Economic Research)(2016-დან), ჟურნ. „Journal of Agricultural Science and Technology A & Journal of Agricultural Science and Technology B“ რეცენზენტი (2015-დან). ნ. მ. არის სოც. და ეკონ. მეცნიერებების საერთაშ. ინ-ტის წევრი (Member of the International Institute of Social and Economic Sciences-European Association of Agricultural Economists – EAAE), სტუდენტური ვიქტორინა ,,ეკომასტერი“ პროექტის ავტორი და აკად. კოორდინატორი (2012,2016,2017). სტუდენტები თვითკმარი ეკონ. და მენეჯმენტისთვის-ოიკის თბილ. (NGO-Students for sustainable economics and management-oikos Tbilisi) მრჩეველთა საბჭოს წევრი (2011-დან). ნ. მ.-ს მიერ გამოიცა მონოგრაფია და სახელმძღვანელოები და 30-ზე მეტი სტატია
თხზ.: ნაცვალაძე, მ. (თანაავტორი). (2009). სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ეკონომიკური მექანიზმი. თბ., უნივერსალი; ნაცვალაძე, მ., ათანელიშვილი, თ. (2020). ეკონომიკის პრინციპები: აქტიური სწავლებ-პრაქტიკული სამუშაოების წიგნი. თბ., უნივერსალი. ნაცვალაძე, მ. (თანაავტორი). (2023). მაკროეკონომიკის პრინციპები, აქტიური სწავლება. თბ., უნივერსალი.