ნატროშვილი ქეთევან რაჟდენის ასული
ნატროშვილი ქეთევან რაჟდენის ასული

ნატროშვილი ქეთევან რაჟდენის ასული (17.VIII.1945, თბილისი-01.IV.2008, თბილისი).  დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1968), ასპირანტურა თეორ. ფიზიკის სპეციალობით (1973). მუშაობა დაიწყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორ. (1976-დან), რ-ის ბაზაზეც ჩამოყალიბებულ თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში განაგრძო მუშაობა თეორ. ბირთვული ფიზიკის განყ-ბაში მეცნიერ-თანამშრომლად (1980-1993). ნ. ქ. -ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „სინათლისმაგვარი აქსიალური კალიბრაცია და გლუონის პროპაგატორის ინფრაწითელი ქცევა“ (1988). მისი სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების თეორიულ ფიზიკაში; არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. ღონისძიების მონაწილე; რამოდენიმე ათეული სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ.; ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „კვაზიპოტენციალური ტიპის სამგანზომილებიანი განტოლებები ორი სპინორული ნაწილაკისათვის: (მრავალი არხის ამოცანა)“ (საქართვ. სსრ მეცნ. აკად. ჟურნ., #2, 66, 305-308, 1972); „Infrared Behavior of the Gluon Propagator in {Yang-Mills} Theory“ (Theor. Math. Phys. 65, 1213-1218, 1985); „Total gluon propagator in the light cone gauge and the problem of the transversality of the polarization operator in the infrared region“ (Theor. Math. Phys. 80, 857-864, 1989). ნ. ქ. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და გიმნაზიაში (1993-2008); არის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XII კლასების ფიზიკის სახელმძღვანელოების ავტორი. 

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ნატროშვილი, ქ. (2006). ფიზიკა 10 (კლასი): მოსწავლის წიგნი. თბ., დიოგენე, ISBN 9994045865; ნატროშვილი, ქ. (2006). ფიზიკა 10 (კლასი):  მასწავლებლის წიგნი. თბ., დიოგენე, ISBN 999404575X; ნატროშვილი, ქ. (2008). ფიზიკა: 11-12 კლასები. თბ., დიოგენე, ISBN 9789941110573; ნატროშვილი, ქ. (2008). ფიზიკა: 11-12 კლასები: მოსწავლის წიგნი. თბ., დიოგენე, ISBN 9789941110290.