ნატროშვილი ილია
ნატროშვილი ილია

ნატროშვილი ილია (1912–1979). გამორჩეული ქართვ. ჟურნ. და აკად. მოღვაწე, რ-მაც დიდი წვლილი შეიტანა საქართვ. ჟურნალისტიკის სფეროს განვითარებაში. მისი კარიერა დაიწყო, როგორც პრაქტიკოსი ჟურნალისტის. მუშაობდა თსუ-ის ჟურნალისტიკის პირველ კათედრაზე, სადაც მონაწილეობდა სტუდენტთა პროფესიულ მომზადებაში და აქტიურად ატარებდა თეორიულ-პრაქტიკულ ლექციებს. მუშაობა დაიწყო სოფ. ზემო ალვანის სკოლაში მასწავლებლად(1931), დაინიშნა საქ. სსრ უმაღლ. სასამართლოს კადრების განყ-ების გამგედ (1936). ნ.ი. იყო გაზ. "საბჭოთა მასწავლებლის" რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი  (1937). მუშაობდა საქ. სსრ რადიოკომიტეტში ჯერ პოლიტიკურ გადაცემათა მთავარ რედაქტორად, ხოლო შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ (1940), კვალიფიკაცის ამაღლების მიზნით, მიავლინეს სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მსახურობდა საქ. სსრ საგარეო საქმეთა სამინისტროში (1944). ნ.ი.-მ მუშაობა დაიწყო თსუ-ში სახელმწ. სამართლის კათედრაზე ასისტენტად (1947);  ჟურნალისტიკის კათედრის დოცენტი (1953).  ნ.ი. იყო გაზ. "კომუნისტის" რედაქტორის მოადგილე (1946-1953). ჟურნ. "საქართველოს კომუნისტის" რედაქტორი (1954-1957). ნ.ი. არის ასზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა და მრავალი საგაზეთო სტატიის ავტორი, ქართ. ჟურნალისტიკის თეორიისა და ისტორიის შესახებ გამოქვეყნებული აქვს ვრცელი მონოგრაფია-"საბჭოთა ჟურნალისტიკის თეორიისა და პრაქტიკის სახელმძღვანელო". ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. ათეული წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს საბჭ. ჟურნალისტიკის თეორიასა და პრაქტიკაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1951), შემდეგ  სადოქტორო(1964). გახდა პროფესორი (1969). ორჯერ იყო არჩეული თბილ. მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. ნ.ი.-ს ინოვაციური სწავლების მეთოდები და პრაქტ. გამოცდილების გაზიარება სტუდენტებთან დაეხმარა მრავალ თაობას ჩამოყალიბებულიყო მაღალი პროფ. სტანდარტების მქონე მედია სპეციალისტებად. იგი ასევე მონაწილეობდა სასწ. პროგრამების შექმნაში და მედიის განვითარების ხელშეწყობაში როგორც აკად. ისე პრაქტიკულ დონეზე.

თხზ.:ნატროშვილი, ი. (1959). პირველი ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი ნოვაია ჟიზნი. თბ., საბჭ. საქართველო; ნატროშვილი, ი. (1964). ნარკვევები ბოლშევიკური პრესის ისტორიიდან. - თბ., საქ. კპ ცკ-ს გამ-ბა; ნატროშვილი, ი. (1967). ბოლშევიკური პრესის ისტორია: დამხმ. სახელმძღვ.- თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნატროშვილი, ი. (1972). ვ.ი. ლენინი ბოლშევიკური პრესის ორგანიზატორი, რედაქტორი და ჟურნალისტი.-თბ., საქართვ. კპ ცკ-ის გამ-ბა.