ნათიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე
ნათიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე

ნათიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე  (15.V.1878, თბილისი - 03.V.1959), ექიმი, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. ვაჟთა მე-3 კლასიკური გიმნაზია (1899) და ქ. ხარკოვის უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი (1907). მუშაობდა ქ. ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის ადამიანის ანატ. კათედრის პროზექტორის თანაშემწედ (1907-დან). პრეპარაციის საქმეში დიდი მიღწევების, წარმატებული პედაგ. მუშაობისთის და სამეცნ. ნაშრომის ,,საშარდე ორგანოების ანომალიის შესახებ“ მიენიჭა ა. და ვ. გრუბერების სახ. სამწლიანი სტიპენდია, რ-იც მან განმეორებით მიიღო შრომისთვის ,,ბრმა ნაწლავის მაღალი მდებარეობის შესახებ“ (1911). ნ. ალ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ხარკოვის მეან-გინეკოლოგიის ინ-ტში და  რეასნიანსკის საფერშლო სკოლაში (1909-1911). ის აქტიურ საზ. მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო ხარკოვის სამედ. საზ-ბის გამგეობის წევრი, ხარკოვის უნ-ტთან არსებული მეცნიერ მედიკოსთა და ფიზიოლოგთა საზ-ების სწავლული მდივანი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,К морфологии цекум и колон детей первого года жизни“ („წლამდე ასაკის ბავშვთა ბრმა ნაწლავისა და კოლინჯების მორფოლოგიისათვის“) და  მიენიჭა მედიცინის მეცნ. დოქტ. ხარისხი (1917). ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ების მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა და ახლადდაარსებულ თბილ. სახელმწ. უნ-ტში შეუდგა ნორმ. ანატომიის კათედრის შექმნის ორგანიზებას (1918). იყო ამ კათედრის გამგე. აღსანიშნავია, რომ სწორედ მან წაიკითხა პირველად ანატომიის ლექცია ქართულ ენაზე. იყო თსუ-ის პრორექტორი, სასწ. ნაწილის გამგე, მედიცინის ფაკ-ტის დეკანი (1920-1930). ნ. ალ.-მ დაიწყო ანატომიის პირველი ქართ. სახელმძღვანელოს და ანატომიის ქართულენოვანი ტერმინოლოგიის შექმნა (1919). ალ. ნათიშვილის ადამიანის ნორმ. ანატომიის სახელმძღვანელოს პირველი ვერსია არ იყო ილუსტრირებული (1920), მხოლოდ მეოთხე გამოცემას დაერთო მისი მეუღლის, ე. ნათიშვილის და მხატვარ ნ. ზაალიშვილის ილუსტრაციები. ამავე წელს ნ. ალ.-მ ქართულ ენაზე გამოსცა თავის ტვინის სექციის სახელმძღვანელო. თავდაპირველად ლათინურ-ქართ. ტერმინოლოგია გამოიცემოდა ცალ-ცალკე სისტემების მიხედვით, ხოლო შემდეგ გამოიცა ანატომიის სრული ტერმინოლოგია ლათინურ-რუსულ-ქართულ ენებზე (1919-1930). თსუ-დან მედიცინის ფაკ-ტის გამოყოფისა და თსსი-ის დაარსების შემდეგ, იგი იყო ამ ინ-ტის დირექტორის მოადგილე, სასწ. ნაწილის და ანატომიის კათედრის გამგე (1930). ალ. ნათიშვილის  ხელმძღვანელობით კათედრაზე შეიქმნა სასწ. მუზეუმი, სადაც კათედრის თნამშრომლების მიერ შესრულებული 600-ზე მეტი ნახატი, სქემა, სველი და მშრალი პრეპარატი, მულიაჟი, მოდელი, გამშრალი ჩონჩხების და ანომალიური ძვლების ნიმუშები იყო წარმოდგენილი. იყო თბილ. სამხატვრო აკად. პლასტ. ანატომიის კათედრის გამგე (1924-1932), სადაც ასევე შექმნა სახელმძღვანელო. ზოოვეტ. ინ-ტის  ცხოველთა და ფრინველთა ანატ-ის კათედრის გამგე  (932-1945). ზოოვეტ. ინ-ტის სტუდენტებისათვის  ან. ალ.-მ შეადგინა  შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ანატომიის სახელმძღვანელო ლათინურ-ქართ. ტერმინოლოგიით (1935). აქვე ჩამოაყალიბა ანატომიის მუზეუმი. პარალელურად,  იყო ფიზკულტურის ინ-ტის ადამიანის ნორმ. ანატომიის კათედრის გამგე  (1935-1938). იყო საქართვ. სსრ ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დაცვის ინ-ტის ბიომეტრიული სექტორის გამგე (1932-1941), განაგებდა ფსიქონევროლოგიური ინ-ტის ანთროპომეტრიულ კაბინეტს. ფიზგანვითარებისა და ანთროპლოგიური მონაცემების კვლევის საფუძველზე, ნ. ალ.-მ გამოყო ფიზიკური განვითარების სხვადასხვა პერიოდები, რაც მნიშვნელოვანი იყო კლინ. პედიატრიისათვის. ნ. ალ.-მ ასევე შეიმუშვა საბავშვო ავეჯის სტანდარტები, აგრეთვე, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვთა სომატური პროფილი. ნ. ალ.-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ანტროპოლოგიის განვითარებას. საქართვ. მოსახლეობის ანთროპოლ. მონაცემების შესწავლის საფუძველზე, ეთნოგენეზის დადგენის მიზნით, შეიმუშავა მოსახლეობის ხუთი ლოკალური ვარიანტი: შავზღვისპირული, დასავლეთ ქართ., აღმოსავლეთ ქართ., სამხრეთ ქართ. და კავკასიონის. ნ. ალ.-ს დიდი წვლილი მიუძღვის კურორტ აბასთუმნის აღდგენაში. იყო პირველი ტუბსანატორიუმის დირექტორი (1924). ნ. ალ.-ს ინიციატივით საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიაში შეიქმნა ექსპ. მორფოლოგიის ინ-ტი, სადაც იგი დაინიშნა დირექტორად და რ-საც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე (1946). ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიოლოგიის ინ-ტსაც (1951-1953). იყო: მედიცინის მეცნ. დამსახ. მოღვაწე  (1940); საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1944-1959); აკადემიაში ბიოლოგიისა და სამედ. მეცნ. განყ-ბის ხელმძღვ. (1947-1951); საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წევრი; ექიმთა მესამე და მეოთხე ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; საქართვ. მედიცინის სან. შრომის პროფკავშირის მეცნ. მუშაკთა ბიუროს თავ-რე (1944); მედიკობიოლოგიური საზ-ების წევრი; თბილ. ანატ. ჰისტ. ემბრ. საზ-ების ჩამოყალიბების შემდეგ, მისი უცვლელი თავ-რე; იყო ანატ. ჰისტ. და ემბრ. საკავშ. ყრილობის დელეგატი და გამგეობის  წევრი (1930, 1949 და 1958). ასევე, ანატ. ჰისტ. და ემბრ. არქივის რედკოლეგიის წევრი, და საპატიო წევრი. აკად. ნ. ალ.-ს სახელის უკვდავსაყოფად მეცნ. აკად. ექსპ. მოროლოგიის ინ-ტს მიენიჭა მისი სახელი, თსსი-ში დაარსდა ნ. ალ.-ს   სახ. სტიპენდია, ასევე, თბილ. ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ნ. ალ.-ს სახელი.

თხზ.: ნათიშვილი, ალ. (1918). ანატომიის განვითარების ეტაპები და მომავალი პერსპექტივები. ტფ.; ნათიშვილი, ალ. (1928). ადამიანის ტვინი: ტვინის გაკვეთის სახელმძღვანელო სტუდენტთათვის. ტფ. პოლიგრაფტრ. 1-ლი სტ.; ნათიშვილი, ალ. (1931). ფარმაკოლოგიის კონსპექტური კურსი: მედიკური ტეხნიკუმებისათვის. ტფ., სახელგამი; ნათიშვილი, ალ. (1932). ადამიანის ნორმალური ანატომია. ნაწ. 1, ოსტეოლოგია. ართროლოგია. სინდესმოლოგია. ბიოლოგია. ფასციები. ტფ. სახელგამი; ნათიშვილი, ალ. (1933). ადამიანის ნორმალური ანატომია. ნაწ. 2, სპლანქნოლოგია. ანგიოლოგია. ტფ. სახელგამი; ნათიშვილი, ალ. (1935). ადამიანის ნორმალური ანატომია. ნაწ. 3, ესთეზიოლოგია. ცენტრალური პერიფერიული და ვეგეტატიური ნერვული სისტემა. ტფ. სახელგამი; ნათიშვილი, ალ. (1941). ანატომიის და ფიზიოლოგიის კონსპექტი: სანიტარული რაზმების მედპერსონალისათვის. თბ., საქმედგამი.