-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი საქართველოს პარლამენტის წევრი
ნათაძე მაია რევაზის ასული (27.V.1929, თბილისი), ქართვ. ფილოლოგი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი (1974-2006). დაამთავრა ქალთა მეექვსე სკოლა (1947). იმავე წელს გახდა თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტის სტუდენტი. (1947-1951). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „შექსპირის დრამების სტილის ევოლუცია“ (1960), მოგვიანებით კი სადოქტორო დისერტაცია „ლინგვისტური სტილისტიკის აგების პრინციპები და ენათა შეპირისპირების სტილისტური ასპექტი“ (1974). ნ. მ. დაჯილდოვებულია ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით. მისი კვლევის სფეროებია: ენათმეცნიერება, ლიტერატურის ისტორია და თეორია. იგი მთარგმნალობითი საქმიანობითაც იყო დაკავებული. მას სხვადასხვა ენებიდან ნათარგმნი აქვს მხატვრული ლიტერატურის ისეთი ნიმუშები, როგორებიცაა ო. ჰენრის ნოველების კრებ., კრისტიან პინოს ზღაპრების კრებ. „ვაარსკვლავი გალიაში“ და სხვა. ნ. მ. არის სხვადასხვა სამეცნ. საბჭოს წევრიც. სახელდობრ, იგი ხელმძღვანელობდა ანგლო-რომანული ენათმეცნიერების საბჭოს. ასევე იყო საზღვარგარეთის ლიტერატურისა და ზოგადი ენათმეცნიერების საკვალიფიკაციო საბჭოს წევრიც. აღსანიშნავია, რომ ნ.მ იყო ერევნის ენათმეციერების ინ-ტთან არსებული საკვალიფიკაციო საბჭოსა და ბაქოს უნ-ტთან არსებული ლიტ. საბჭოს მოწვეული წევრიც. ნ. მ. სამეცნ. საქმიანობის გარდა, დაკავებული იყო საზ-ებრივი მოღვაწეობითაც. იგი იყო პირველი ქართ. უზენაესი საბჭოს (პარლამენტის) წევრი (1990-1991). ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. იგი არაერთი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, იყო 50-მდე საკანდიდატო და სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ნათაძე, მ. (1965). შექსპირის ოსტატობა. თბ., ლიტერატურა და ხელოვნება; ნათაძე, მ. (1975). ინგლისურ-ქართული თარგმნის ზოგიერთი საკითხი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნათაძე, მ. (1986). ინგლისურ-ქართული და გერმანულ-ქართული თარგმნის შეპირისპირების ლინგვო-სტილისტური პრობლემები. თბ., განათლება.