-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი მორფოლოგი ემბრიოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ნათაძე ლევან ლევანის ძე (20.I.1922, თბილისი-18.II.1982, თბილისი), მორფოლოგი, ემბრიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1944); უნ-ტის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ასპირანტურაში და მივლინებულ იქნა მოსკოვის ა. ნ. სევერცოვის სახ. ევოლ. მორფოლოგიის ინ-ტში (1946), დაბრუნების შემდეგ დაინიშნა თსუ-ის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრის ასისტენტად (1949), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „К вопросу о зависимости процессов развития хрящевого черепа условий среды (Гетерохронии в развитии хрящевого черепа амфибий и рептилий“ (1949); შეთავსებით მუშაობდა პალეობიოლოგიის ინ-ტში, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად და ასრულებდა სწავლული მდივნის მოვალეობას (1956-1960). სადოქტორო დისერტაციის დაცვის (1965) შემდეგ მიენიჭა პროფესორის წოდება (1968). ნ. ლ. იყო თსუ-ის ციტოლოგიის, ჰისტოლ. და ემბრიოლოგიის კათედრას ხელმძღვ. (1966-1982); ბიოლოგიის ფაკ-ტის დეკანი (1965-1974); “ქართული ენციკლოპედიის” სამეცნ. რედ. (1975). მან მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედ. საქმიანობას: კითხულობდა ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის და ნერვული სისტემის ანატომიის სალექციო კურსებს თსუ-ის ბიოლ. და ფსიქოლოგიის ფაკ-ტებზე. მისი მეცნ. ინტერესები მოიცავდა მორფოლოგიურ დისციპლინებს-შედარებით ანატომიასა და ემბრიოლოგიას, ჰისტოლოგიას, ნერვული სისტემის მორფოლოგიას, იყო ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნ. სტატია: “რეპტილიების ხრტილოვანი ჩონჩხის განვითარებში სინქრონულობის შესახებ” (საქ. სსრ აკადემიის შრომათა კრებ., 1951, ტ. 12, N 4; “ხერხემლიანების ორგანოების განვითარებაში ზოგიერთი ურთიერთკავშირის შესახებ” (საქ. სსრ აკადემიის შრომათა კრებ., 1956, N 1)
თხზ. ნათაძე, ლ. (1962). ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომია: (სახელმძღვანელო). თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნათაძე, ლ. (თანაავტორი). (2004). საქართველოს ხერხემლიანი ცხოველების სარკვევი: დამხმ. სახელმძღვ. თბ., უნ-ტის გამ-ბა.
ლიტ.: ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ.; ლევან ლევანის ძე ნათაძე. თსუ-ის შრომები: ქიმია-ბიოლოგიის სერია. 1984, ტ. 248; თანამედროვე ბიოლოგიის აქტუალური საკითხები: (კრებული, მიძღვნილი პროფ. ლევან ნათაძის ხსოვნისადმი). თბ., 2000.