-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ნასყიდაშვილი ილია არჩილის ძე (10.X. 1926, თბილისი-29.VI.1991, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1951) და იმავე წელს მიღებულ იქნა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში უმცროს მეცნიერ მუშაკად; სწავლობდა ფიზიკის ინ-ტის ასპირანტურაში აკად. ელფთერ ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით; წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ’’მყარი სხეულების ფიზიკის’’ სპეციალობით თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის სპეციალიზირებულ სამეცნ. საბჭოს სხდომაზე (1957). 16 წლის განმავლობაში (1960-1976); იყო ფიზიკის ინ-ტის დირეტორის მოადგილე და ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1960-1991); დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ’’მყარი სხეულების ფიზიკის’’ სპეციალობით (1976) და მიენიჭა პროფესორის ხარისხი (1985); ასევე მეცნ. დამსახურებული მოღვაწის წოდება (1987); მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა როგორც სამეცნ, ასევე გამოყენებითი ხასიათის ექსპერ. კვლევები ზეგამტარულ შენაერთებში რადიაციული ეფექტების შესწავლის მიზნით. ამ კვლევათა შედეგად შესაძლებელი გახდა რადიაციულ ველში ზეგამტართა ყოფაქცევის პროგნოზირება. გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი უცხ. და საკავშირო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში. მათ შორის: “Акустические исследования движения границ упругих доменов в La2−xSrxCuO4−y” (Физика твердого тела, 1991, N 33); “Акустические исследования взаимодействия дислокаций с поляризованной атмосферой атомов кислорода в ниобии” (Физика твердого тела, 1989, N 31; “Торможение дислокаций водородной атмосферой Коттрелла в ниобии” (Физика твердого тела, 1987, N 29). ნ. ი. იყო საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ხელმძღვ.