-
ავტორი
- კატეგორიები: პოეტი ბოლშევიკი კურსდამთავრებული
ნაროუშვილი ფრიდონ კონსტანტინეს ძე (1904-1937) — ქართვ. საბჭ. პოეტი, ბოლშევიკი. დაამთავრა თსუ. ლიტ. ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის 20-იან წლებში. იყო საქართვ. პროლეტარელ მწერალთა ასოციაციის წარმომადგენილი. მისი შემოქმედება გამოირჩევა საბჭ. ხელისუფლებისადმი ფანატიკური ერთგულებთა და სიყვარულით. მას ეკუთვნის არაერთი ლექსი და პოემა: „ქალაქი ოფუცხოვოში“ (1930), „ხოლტი ეწევა აგიტაციას“, „ორი მისამართი“, „ყოფა-ცხოვრება საბჭოთა სოფელში“, („პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია“ - „სოციალიზმის ყველა მავნებელი დიქტატურის ტყვიით იყოს დახვრეტილი!”) - წერდა იგი, (1931) და სხვა. პროლეტარი პოეტისათვის უცხო იყო ყოველგვარი ეროვნ.-პატრ. იგი გამოირჩეოდა თავისი რადიკალური შეხედულებებითა და გამუდმებით თავს ესხმოდა ქართ. ლიტ-რის კლასიკოსებს ი. ჭავჭავაძეს, ტ. გრანელს, მ. ჯავახიშვილს და ა. შ. ახალგზრდა პროლეტარელი მწერალი საბჭ. რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა. იგი დახვრიტეს, როგორც ხალხის მტერი (1937).
თხზ.: ნაროუშვილი, ფ. (1931). პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია. ტფ., ახალგაზრდა კომუნისტი; ნაროუშვილი, ფ. (1934). ორი მისამართი: პოემები. ტფ., სახელგამი; ნაროუშვილი, ფ. (1934). რიონი: პოემა. ტფ., სახელგამი; ნაროუშვილი, ფ. (1991). ერიყლაპია:[პოემები და ლექსები]. ბათ., აჭარა.