ნარმანია დავით როლანდის ძე
ნარმანია დავით როლანდის ძე

ნარმანია დავით როლანდის ძე (07.III.1979, ზუგდიდი, სოფ. კოკი), ეკონომისტი. თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის პროფესორი, საქართვ. ენერგეტ. და წყალმომარაგების კომისიის (სემეკი) თავ–რე (2017–დან). წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის საინჟ.-ეკონ. ფაკ.–ტი სპეციალობით საგარეო ეკონ. საქმიანობის ორგანიზაცია და მართვა (1996-2000), ასევე წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა (2000-2003) და ჩაირიცხა ასპირანტურაში. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ატარებდა პრაქტ. მეცადინეობებს სტუდენტებთან და მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე: ,,თამბაქოს ინდუსტრიის განვითარების ეკონომიკური პრობლემები საქართველოში”, რ–იც წარმატებით დაიცვა ( 2006)   და მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. კანდ. კვალიფიკაცია. ორგზის სამეცნ. სტაჟირება გაიარა გერმანიის პოტსდამის უნ-ტში. სწავლის პარალელურად, ნ.დ. აქტიურად იყო ჩართული საქართვ. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში, როგორც ეკონ. განათლების პროგრამის კოორდინატორი, გამგეობის თავ-რის მოადგილე და შემდეგ გამგეობის თავ-რე. აქტიურად იყო ჩართული საზ–ებრივ საქმიანობაში. იგი საზ–ებრივი განვითარების ინ-ტის საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი და საზ–ებრივ საქმეთა ინ-ტის (GIPA) პროფესორია და კავკასიის ეკონ. და სოც. კვლევის ინ-ტის აღმასრულებელი დირექტორი. ნ.დ.–ს გააჩნია საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. მუშაობდა საქართვ. საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე. საქმიანობდა კერძო სექტორშიც (2001-2012). ნ.დ. საქართვ. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართვ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად (2012-2014). იყო დედაქალაქის მერი და საქართვ. დელეგაციის ხელმძღვ. ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილ. თვითმმართველობის კონგრესში. დღემდე არის თსუ–ის სრული პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, საქართვ. ტექნ. უნ–ტის მოწვეული ლექტორი (2012-დან). მიენიჭა ბათუმის რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტის  საპატიო  დოქტორის  წოდება (2025). გამოსცა 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი და პუბლიკაცია, არის 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი.

თხზ.: ნარმანია, დ. (2009). საზოგადოებრივი ადმინისტრირების საფუძვლები და საზოგადოებრივი ადმინისტრირება საქართველოში. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 0789941014031; ნარმანია, დ. (2012). რისკ-მენეჯმენტი ბიზნესში. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 9789941176999; ნარმანია, დ. (2023). ნატო-აღრიცხვა და მე-4 ენერგეტიკული პაკეტის მთხოვნები. Forbes Georgia.№143, გვ. 28–29. თბ. ; ნარმანია, დ. (2025). ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების მქონე საწარმოების სატარიფო რეგულირების პრინციპები. ენერგეტიკის რეგულირება=Energy regulation №1 გვ.6–7. თბ.