-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ნარგიზაშვილი მერი დავითის ასული (03.IV.1938, თბილისი). დაამთავრა სას.-სამ. ინ-ტის ეკონ. და ორგანიზაციის ფაკ-ტი (1956-1961); მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტის ასპირანტურა, შრომის ეკონომისტის სპეციალობით (1964-1967), აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „Трудовая активность и механизм управления ею“(1967); მუშაობდა თსუ-ში მასწავლებლად; უფრ. მასწავლებლად (1968); შრომის ეკონ. და ორგანიზაციის კათედრის დოცენტად (1978); იყო კათედრის ხელმძღვ. (1983-1987); შემდეგ გადავიდა გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრაზე (1988) და არის აღნიშნული კათედრის პროფესორი (1990). გამოქვეყნებული აქავს სამეცნ. სტატიები და სახელმძღვანელოები: „ექნიკური პროგრესი და შრომის ნაყოფიერება საქართველოს მრეწველობაში“ (საქართველოს სახალხო მეურნეობა, 1971, N9); „К вопросу о социально - экономической эффективности рационального использования рабочего времени“ (Известия Академии Наук Грузинской ССР, 1978, N4); „Производство и молодежь: [О вкладе рабочей молодежи в успехи хозяйственного и культурного строительства республики]“ (Коммунист Грузии, 1983, N11)
თხზ.: Наргизашвили, М. (1970). Технический прогресс, НОТ и производительность труда в табачной промышленности. Тб., Сабчота Сакартвело; ნარგიზაშვილი, მ. (1984). შრომითი აქტიურობის ამაღლების ფაქტორები განვითარებულ სოციალისტურ საზოგადოებაში. თბ., საბჭ. საქართველო; Наргизашвили, М. (1988). Трудовая активность: сущность, факторы, управление. Тб., Изд-во Тбил. ун-та; ნარგიზაშვილი, მ. (1993). შრომის სოციოლოგია: (ლექციების კურსი): ნაწ. 1. თბ., უნ-ტის გამ-ბა.