-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი
ნარჩემაშვილი ლაშა ამირანის ძე (13.X.1971, ქუთაისი), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი სპეციალობით საზკვების ეკონომიკა და მართვა (1995). იყო უშიშროების სამინისტროს ქუთაისის საქალაქო განყ-ბის უფრ. ოპერატიული თანამშრომელი (1995-1997); შსს ეკონ. დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთ. სამმართველოს უფრ. ინსპექტორი (1997-2000); შსს საგზაო პოლიციის მთ. სამმართველოს ავტო-მოტო ტრანსპორტზე ტექ. ზედამხედველობის განყ-ბის უფრ. მოადგილე (2000-2001); სახელმწ. დაცვის სპეც. სამსახურის მილსადენების დაცვის სამმართველოს უფრ. მოადგილე (2002-2003); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქიდან, 2004-2008). საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდ. საკითხთა კომიტეტის წევრი (2004-2008); საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (2004-2008); პარლამ. ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წევრი (2004-2006); ფრაქციის "მემარჯვენე ოპოზიცია" წევრი (2004-2008); პარლამ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომიტეტის წევრი (2006- 2008).
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.