ნანობაშვილი თინათინ
ნანობაშვილი თინათინ

ნანობაშვილი თინათინ სიმონის ასული (12.IV.1969, თბილ.), გეოგრაფი, გეომორფოლოგი, პედაგოგი (1992), მხაზველი კარტოგრაფი (1987), მასწავლებელთა პროფ. გადამზადების ცენტრის სერტიფიცირებული ტრენერი (2016-დან) და გეოგრ. საგნობრივი ექსპერტი (2020-დან). წარჩინებით დაამთავრა 151-ე პროფესიულ-ტექ. სასწავლებელი მხაზველი კარტოგრაფის სპეციალობით (1987), ასევე წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლოგ. ფაკ.-ტი გეომორფოლოგის სპეციალობით და მიენიჭა გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია (1992). მუშაობდა თბილ. ჯერ მე-15, შემდეგ 69-ე საშ. სკოლაში გეოგრ. მასწავლებლად (1995-2002). მუშაობა დაიწყო თსუ-ის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრაზე ჯერ ლაბორანტად (2000-2006), შემდეგ მასწავლებლად (2006-2008) და ათეულობით წლის მანძილზე ასისტენტობას უწევდა პროფესორებს: ზ. ტატაშიძეს, ე. წერეთელს, რ. გობეჯიშვილს. მიჰყავდა პრაქტიკულებისა და სემინარების ციკლი მთელ რიგ გეოგრაფიულ საგნებში: დედამიწისმცოდნეობა, დინამიკური გეომორფოლოგია, მეოთხეული გეოლოგია, გლაციოლოგია, თანამედროვე გეომორფოლოგიის აქტუალური საკითხები, გამოყენებითი გეომორფოლოგია, კონტინენტებისა და ოკეანეების ფსკერის გეომორფოლოგია, საქართვ. რეგიონების გეომორფოლოგია, კავკასიის ბუნება და რესურსები, გეოგრ. კვლევის მეთოდები და სხვ. ნ. თ. კითხულობდა ლექციებს სხვა სასწავლებლებშიც: საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტი (2015-2018), შპს „ევროპის უნივერსიტეტი“ (2022-2025), „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“ (პროფესიული სასწავლებელი, 2024). ნ. თ. მრავალი წელია თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფ. გადამზადების ცენტრთან (2012-დან). გახდა სასწ. კურსების ავტორი: „შესავალი ფიზიკურ გეოგრაფიაში“ (2012) და „ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გეოგრაფიაში“ (2016). ამჟამად არის საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერი „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში (2021-დან), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი საზ. მეცნიერებების მიმართულებით (2023-დან). ნ. თ. აქტიურად მონაწილეობდა რ-ც საველე-ექსპედიციურ, ასევე კამერალურ-ლაბორატორიულ კვლევებში. სამეცნ. ინტერესთა სფეროა: ეგზოდინამიკური პროცესების კვლევა და გარემოს გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება. ათეული წლებია ნ. თ. დაინტერესებულია გარემოსდაცვითი პრობლემებით. ნ. თ.-ს გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნ. სტატია.

თხზ.:ნანობაშვილი, თ. (თანაავტორი). (2014). „ზოგადი დედამიწისმცოდნეობა“ . თსუ გამ-ბა; ნანობაშვილი, თ. (2016). სამცხე-ჯავახეთი:ცნობარი. თბ.