ნანობაშვილი სულხან
ნანობაშვილი სულხან

ნანობაშვილი სულხან (18.I.1938 თელავი). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკულტეტი (1960) და დაიწყო მუშაობა ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტში, უცმროსი მეცნიერ-თანამშრომელად; თსუ–ის და სანკტ-პეტერბურგის ფიზიკურ-ტექნიკური ინ–ტის ასპირანტი (1963-1966); ა. იოფეს სახ. სანკტ-პეტერბურგის ფიზიკურ-ტექნიკური ინ–ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1966-1967); ფიზიკის ინ–ტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (1967–დან); თსუ-ის პროფესორი (1970-2006). ჩეხეთის მეცნ. აკადემიის პლაზმის ფიზიკის ინ–ტის მოწვეული პროფესორი (პრაღა, 1982); ENEA-Frascati-ის კვლევითი ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი (იტალია,1986-1987); ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის დირექტორის მოადგილე (2004-2006); ფიზიკის ინ–ტის სწავლული მდივანი (2006-2016). კვლევის თემა: ელექტრონული ციკლოტრონული და ქვედა ჰიბრიდული ტალღების ურთიერთქმედება პლაზმასთან. გამოქვეყნებული აქვს 125 სამეცნ. ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1997). ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი თსუ–ის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.