ნანობაშვილი გიორგი გურამის ძე (01.I.1964, თბილისი), დაამთავრა თბილ. ვ. კომაროვის სახ. ფიზ. მათ. სკოლა (1981) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის მიმართულებით (1986). დაიწყო მუშაობა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (მეფი) ლაბორანტის პოზიციაზე (1987) და იმავე წელს მივლინებულ იქნა ქ. სერპუხოვის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში სამეცნ. კვლევების ჩასატარებლად გ. პრანკოს (George P. Pron‘ko) ხელმძღვანელობით (რუსეთი). ნ. გ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ, მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნასრომზე:„მეზონების ელექტრო მაგნიტური ურთიერთქმედება რელატივისტური სიმის მოდელში" (1992). ნ. გ. თსუ-ის მეფი-ში სამეცნ. კვლევით საქმიანობასთან ერთად კითხულობდა ლექციებს ზოგად ფიზიკაში თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე მათემატიკის მიმართულებით (1992-1999). ნ. გ.-ის სამეცნ. კვლევების სფეროა: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. არის რამოდენიმე ადგილ./ საერთაშ. კონფერენციისა და სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: „IS THERE A STATISTICS TRANSMUTATION DUE TO INTERACTION WITH THE CHERN-SIMONS FIELD“ (INTERN. J. MODERN PHYS. A 6(8), 1313-1318, 1991); „THE RELATIVISTIC THEORY FOR PRINCIPAL TRAJECTORIES AND ELECTROMAGNETIC-TRANSITIONS OF LIGHT MESONS “ 1, 2 (INTERN. J. OF MODERN PHYS.A 8(14), 2447-2464, 1993; 8(15), 2551-2567, 1993); „PHOTON RADIATION OF EXTENDED RELATIVISTIC OBJECT“ (THEORET. AND MATHEMAT. PHYS., 112(2), 1023-1031, 1997). ნ. გ. გახდა ბიზნეს კომპანია შპს „ბარიონ რესაიკლინგის“ თანადამფუძნებელი და აღმასრ. მენეჯერი (1999-2011). დღემდე არის ტურისტული კომპანია შპს „ქოლორ ტურ ჯორჯიას“ აღმასრ. დირექტორია (2011-დან).