ნანეიშვილი გიორგი ვლადიმირის ძე
ნანეიშვილი გიორგი ვლადიმირის ძე

ნანეიშვილი გიორგი ვლადიმირის ძე (1.IX.1916, ქუთაისი - 10.XII.1994, თბილისი), ფილოსოფოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1939). ფილოსოფიის მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის კრიტიკისათვის“ (1947), ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,დიალექტიკური მეთოდი გ. ჰეგელის ფილოსოფიაში (1962), პროფესორი (1963). II მსოფლიო ომის მონაწილე (1941-1945). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე 1946-დან). იყო დოცენტი, შემდგომ - პროფესორი და თსუ-ის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი. ნ. გ.-ს სამეცნ. კვლევის სფერო იყო ფილოსოფიის ისტორია, გერმან. კლასიკური ფილოსოფია და ქართ. ფილოს. აზრის ისტორია. მის ნაშრომებში საფუძვლიანადაა შესწავლილი გ. ჰეგელის დიალექტ. მეთოდი, მისი სისტემის სტრუქტურა და გავლენა ევროპულ აზროვნებაზე. იკვლევდა XIX-XX სს. ქართ. საზ-ებრივი აზრის განვითარების კანონზომიერებებს, ქართვ. განმანათლებლებისა და თერგდალეულების მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს.

თხზ.: ნანეიშვილი, გ. (1954). ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა. თბ., სახელგამი; ნანეიშვილი, გ. (1961). დიალექტიკური მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნანეიშვილი, გ. (1969). ნარკვევები ქართული ფილოსოფიის ისტორიიდან. თბ., საბჭ. საქართველო; ნანეიშვილი, გ. (1975). ფილოსოფიის ისტორიის საკითხები. თბ., მეცნიერება.