-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ნამიჩეიშვილი ოლეგ მიხეილის ძე (02.I.1942, სამტრედია). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალობით და მინიჭებული აქვს რადიოფიზიკოსის კვალიფიკაცია (1965). გაიარა ასპირანტურა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის და მ. ვ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნი-ტის მათემატიკა-მექანიკის ფაკ-ტის ასპირანტურა აკად. ბ. გნედენკოსთან (1965-1968). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (სპეციალობა: ტექ. კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია, 1968) და სადოქტორო დისერტაცია (სპეციალობა:მართვა ტექნიკურ სისტემებში, მოპოვებული ხარისხი: ტექნიკურ მეცნ. დოქტორი, 1990). თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე იყო შემდეგ პოზიციებზე (1968-2006): რადიოტექნიკის კათედრის ასისტენტის (1970), დოცენტის (1989), გამგის (1989-1996); შემდეგ კი მიკროპროცესორებისა და მიკროპროცესორული სისტემების კათედრის გამგის (1996-2006). მომდევნო პერიოდში საქმიანობა გრძელდებოდა საქართვ. ტექნიკურ უნ-ტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტზე, სადაც ასეთ პოზიციებზე იყო: კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების დეპარტამენტის პროფესორი (2009-2021), ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი (2021-2024) და კვანტური ფიზიკისა და საინჟ. ტექნოლოგიების ინ-ტის მთავარი მეცნ. თანამშრომლი (2018-დან დღემდე). ამის პარალელურად მუშაობდა მოწვეულ პროფესორად ინფორმატიკის ფრანგულ-ქართულ ინ-ტში (Filière Francophone en Informatique) დღიდან მისი დაარსებისა(2002-2021) (დამფუძნებლები: l’Université Paris 8, l’Université Versailles, AUF, INALCO, საქართვ. ტექ. უნ-ტი). მინიჭებული აქვს დოცენტისა (МДЦ №074919, მოსკოვი, 7.02.1973) და პროფესორის (ПР №010203, მოსკოვი, 23.10.1991) სამეცნ. წოდებები. არჩეულია საქართვ. საინჟინრო აკადემიის (2011), საქართვ. საბუნებისმეტყველო აკადემიის (2013) და საერთაშ. საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად (2014). მნიშნელოვან პროფესიულ აქტივობად უნდა ჩაითვალოს მისი საქმიანობა სარედაქციო კოლეგიების წევრად ჟურნალებში «Georgian Electronic Scientific Journal (GESJ): Computer Sciences and Telecommunications» და «Georgian Engineering News». გამოქვეყნებული აქვს 220-მდე ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია და 23 სახელმძღვანელო (ძირითადი და დამხმარე). სამეცნ. ინტერესების სფერო, ძირითადად, მოიცავს ინფორმაციულ სისტემებს, გამოთვლით და ელექტრონულ ტექნიკას, ხელოვნურ ნეირონულ ქსელებს, პასუხისმგებლიან ხელოვნურ ინტელექტსა და მის ეთიკას, მეცნ. ფილოსოფიას, მანქანურ სწავლებას, ფიზიკური მოვლენების კომპიუტერულ მოდელირებასა და საიმედოობის მათემატიკურ თეორიას. საქართვ. საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით მინიჭებული აქვს წოდება «2014 წლის საუკეთესო ინჟინერი»; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013); მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი «სამეცნ. მიღწევებისათვის ინფორმატიკის დარგში» (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნ. მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2014). განხორციელებული აქვს 27 დოქტორანტის ხელმძღვანელობა (მათ შორის წარმოდგენილია 12 მეცნ. კანდიდატი და 15 აკად. დოქტორი).