-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი
ნამგალაური დავით აბესალომის ძე (11.I.1978, თბილისი), დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტის საავტ. მეურნეობის ფაკ-ტი, საავტ. ტრანსპ. ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით (2000) და თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით (2004). სხვადასხვა პერიოდში იყო: თბილ. საბურთალოს გამგეობის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწ. დეპარტ. რაიონული განყ-ბის მთ. სპეციალისტი (2000-2003); მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწ. რწმუნებულის მოადგილე (2004); საქართვ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტ. თავ-რე (2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ,,ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2004-2005); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი (2004-2005); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (2004-2005); სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე (2010-2012).