-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი მთარგმნელი დიპლომატი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ნახუცრიშვილი ნიკოლოზ გრიგოლის ძე (07.X.1955, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, დიპლომატი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტერატურის განხრით (1977); ფილოლოგიის მეც. კანდ., დოქტორი (1988); თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1999-2000); დოცენტი (2000-2004); კათედრის გამგე (2004-2005), მიწვეული ლექტორი (2014-2015); საქართვ. მეცნ. აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მკვლევარი (1977-1994); თბილ. აზიისა და აფრიკის ინ-ტის ენისა და კულტურის ფაკ-ტი დეკანი (1992-1994); პრორექტორი (1999-2003); ირან. ისლამურ რესპუბლიკაში საქართვ. საელჩოს კანცელარიის გამგე (1994); კონსული (1995-1999); მრჩეველი (2005-2013); საქ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტ. კვლევისა და ანალიზის ცენტრის მრჩეველი (1999-2003); აღმოსავლეთის ქვეყნების საქმეთა დეპარტ. მეორე მდივანი (2005); ილიას სახელმწ. უნ-ტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი მკვლევარი, დირექტორის მოადგილე (2013-დან). ნ. ნ.-ის კვლევის სფეროებია: სპარს. ენა და ლიტერატურა, ქართ.-ირან. ენობრივი, ისტ., პოლიტ. და კულტ. ურთიერთობები; ირანში ქართველთა განსახლებისა და მოღვაწეობის ისტორია, ფერეიდნული დიალექტი. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სტატია (ქართ., ინგლ., გერმ. და სპარს. ენებზე). თანამედროვე სპარს. ლიტერატურის წარმომადგენელთა (ა. არაბლუ, ჰ. მორადი-ქერმანი, ბ. სოლეიმანი, ყ. რაფიი) ნაწარმოებების თარგმანები დაბეჭდილია ქართ. ლიტ. პერიოდიკასა და კრებულებში. ნ. ნ.-ის მონოგრაფია „ქართულენადაკარგული დასახლებები ირანში“ (2020) წარმოაჩენს დღევანდელი ირანის იმ დასახლებებს, სადაც უკვე აღარ საუბრობენ ქართულად, მაგრამ შემორჩენილია ქართ. იდენტობა ან ქართ. ტოპონიმები.
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): ნახუცრიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2018). ფერეიდნული დიალექტის კორპუსული ლექსიკონი. გამ-ბა KEW, Wojnowice, Poland, ISBN 9788378931744; ნახუცრიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2019) ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე. თბ., ილიაუნის გამ-ბა, ISBN 9789941183270); ნახუცრიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2020). ფერეიდნული ქრონიკები: (პრესისა და არქივის მასალები ირანში მცხოვრები ქართველების შესახებ. თბ. მერიდიანი, ISBN 9789941258411; ნახუცრიშვილი ნ. (თანაავტორი). (2022). ირანის ქართველობა ისტორიულ სამშობლოსთან რეინტეგრაციის გზაზე. თბ., ISBN 9789941969577.
ლიტ.: ნახუცრიშვილი ნიკოლოზ გრიგოლის ძე. სპარსული ლიტერატურის ენციკლოპედია. (2003), ტ. 5, გვ. 553, ISBN 9644224655, (სპარს. ენაზე); ფანაჰი, ა. (თანაავტორი). (2021). ირანისტიკული კვლევების ცენტრები და დეპარტამენტები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და იაპონიაში. ილანის უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9786001531644.