-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი მთარგმნელი
ნახუცრიშვილი გრიგოლ (გივი) ლუკა ძე (08.VIII.1922, სოფ. ხაშმი, საგარეჯოს რაიონი - 27.V.1984, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ინდოლოგი, მთარგმნელი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, დაჯილდოებულია „სამამულო ომის II ხარისხის ორდენითა“ და მედლებით. საქართვ. უმაღლ. სკოლის დამს. მასწავლებელი (1983). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტ-რის განხრით (1949). გაიარა თსუ-ის ასპირანტურა ინდურ-ირან. ფილოლოგიის სპეციალობით აკად. გ. ახვლედიანის ხელმძღვანელობით (1949-1952), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1953). თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ზე კითხულობდა ინდურ-ირან. ენების შედარებითი გრამატიკის კურსს, ფაკულტატურად ასწავლიდა ჰინდის და ურდუს. მუშაობდა თბილ. უცხო ენათა სახელმწ. პედ. ინ-ტში (1952). კითხულობდა ქართ. ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების კურსებს. იყო ამავე ინ-ტის ზოგადი ფილოლოგიის კათედრის უფრ. მასწავლებელი (1952-დან), დოცენტი (1965 -დან) და კათედრის გამგე (1976 დან გარდაცვალებამდე). ნ. გ.-ს გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნ. სტატია (ქართ. და რუს. ენებზე) ინდურ-ირან. ფილოლ., ქართულ-ირან. ენობრივი ურთიერთობებისა და ენათმეცნიერების სფეროში: „ფონეტიკის საკითხები პანინის გრამატიკაში“ (1962); „არსებითი სახელის ბრუნების სისტემის განვითარების ტენდენციები ინდურ-ირანულ ენებში“ (1969); Об агглютивном характере осетинского именного склонения (1969); ი. გოგებაშვილის ზოგადენათმცენიერული შეხედულებანი (1978) და სხვ. ნ. გ.-ს „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისათვის“ დაწერილი აქვს არაერთი სტატია ინდური ენებისა და ლიტერატურის შესახებ, თარგმნიდა სანსკრიტიდან და ჰინდიდან.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ნახუცრიშვილი, გრ. (თანაავტორი). (1972). ქართული ენის თვითმასწავლებელი ინგლისური ენის მცოდნეთათვის ქართული ენისა და წერა-კითხვის თვითმასწავლებელი: ინგლისური ენის მცოდნეთათვის. თბ.; ნახუცრიშვილი, გრ. (1966). „შაკუნტალა“. თბ.ნაკადული.
მასზე: ბრეგაძე, გრ. (2000). ომგადახდილი მეცნიერები: საგამომცემლო ცნობები: კრებული. თბ., გვ. 86-87; Милибанд, С.Д. (1977). Биобиблиографический словарь советских востоковедов. М., Гл. Редакция восточной лит-ры.