-
ავტორი
- კატეგორიები: მწერალი საზოგადო მოღვაწე პუბლიცისტი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ნაკაშიძე-ანთაძე ნინო იოსების ასული (01.I.1872, სოფელ ბახვში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი-02.VII.1963, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში). მწერალი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და სხვადასხვა მედლებით. პირველ დაწყებითი განათლება ოზურგეთის ორკლასიან სასწ. მიიღო. დაამთავრა თბილ. საბებიო ინ-ტი (1892 ). ცოლად გაჰყვა გამოჩენილ საზ. მოღვაწესა და პუბლიც. ილია ნაკაშიძეს (1894), გადავიდა მეუღლის გვარზე და გარკვეული პერიოდის მანძილზე მოსკ. ცხოვრობდა. მისი დებიუტი შედგა ჟურნ. „კვალში“ (1902), სადაც დაიბეჭდა ლექსი „იმედი“. მან დიდი ამაგი დასდო ქართ. საბავშვო მწერლობისა და ჟურნალისტიკის განვითარებას და მარიამ დემურიასთან ერთად დაარსა საბვშვო ჟურნ. "ნაკადული" (1904), რ-იც იქცა ქართვ. ბავშვების ცოდნისა და განათლების წყაროდ. 18 წლის განმავლობაში იყო ამ ჟურნ. რედ. (1910–1928). იგი ქართ. საბავშვო თეატრ. ერთ–ერთი დამაარსებელია. წლების განმავლობაში ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და დიდხანს ხელმძღვ. საქართვ. მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტ-რის სექციას. აქტიურად იყო ჩაბმული რევ. მოძრაობაში (1905-1907). კერძოდ, „ცნობის ფურცლის“ მიერ წარგზავნილი იყო კორეპონდენტად გურიის გლეხთა მოძრაობის გასაშუქებლად და აქვეყნებდა წერილებს „დამსწრეს“ ფსევდონიმით. ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ დაინიშნა გადამწვარი სოფლების დამხმარე კომიტეტის ხაზინადრად. დეკემბერში მონაწილეობდა ქ. ოზურგეთის მცხოვრებლების აღწერასა და დროებითი რევ. პარლამ. არჩევნებში. არჩეული იყო ამ პარლამე. წევრად, რის გამოც დააპატიმრეს რამდენიმე თვით (1906), ხოლო მოგვიანებით ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს (1908). იგი იყო საქართვ. სოციალ.–ფედერ. პარტის წევრი (1904-1920); „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი (1909); ამავე საზ-ების თბილ. განყ-ბის დამფუძნებელი წევრი (1916-); საქართვ. წით. ჯვრის გამგეობის წევრი (1918); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918). სწორედ ქ.შ.წ.კ.გ. საზ-ებამ ქუთ. განყ-ების სტამბაში დაბეჭდა მისი მოთხრ. „ზარაბიბილის ხელმწიფის ქალი“ (1914). ნ. ნ. პირადად იცნობდა ლევ ტოლსტოის და იზიარებდა მის პედ. შეხედულებებს. თავისი შემოქმედებით ის წინ აღუდგა ახალგაზრდა თაობის აღზრდის მახინჯ სისტემას (მოთხრ. „საწყალი ლევანი“). ცნობილია მისი მოგონებები: „ლევ ტოლსტოის ახლოს“, „ილია ჭავჭავაძის გარშემო“, „ჟურნ. ნაკადულის ირგვლივ“ (1946). მოთხრ. „შობა“, „დამნაშავე“, „ძიძა“ და ა.შ. იყო მრავალი პიესის ავტორი.
თხზ.: ნაკაშიძე, ნ. (1961-1963). რჩეული: ტ. 1-3. თბ.; ნაკაშიძე, ნ. (1973). მოთხრობები. თბ.
ლიტ.: ხომერიკი, ნ. (1953). ნინო ნაკაშიძე. თბ.; გვარამაძე, ლ (1962). ნინო ნაკაშიძე. თბ.; ცისკარიძე ვ. (1984). ნაკაშიძე (ანთაძე) ნინო იოსების ასული. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7. თბ., გვ. 302.; ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). ნოზაძე თ. მამულიშვილთა სავანე. თბ.; ხვადაგიანი, ი. (2016). საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი. თბ.: SOVLAB, ISBN 9789941093173; ნინო ნაკაშიძე. (2013). მწერალთა ავტობიოგრაფიები: ტ. 1. თბ. ლიტერატურის მუზეუმი, ISBN 9789994028849; საქართვ. ეროვნ. არქივი: ფონდი 471, ან.1, საქმე 16, ფურც. 4ა.