ნაკაიძე ლიანა ირაკლის  ასული
ნაკაიძე ლიანა ირაკლის ასული

ნაკაიძე ლიანა ირაკლის  ასული (17.06.1941, ბათუმი - 2025,  თბილისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. კანდიდატი. დაამთავრა ბათუმის 1-ლი საშ. სკოლა (1958). ჩააბარა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტზე, რ–იც დაამთავრა წარჩინებით  (1965). იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში და პარალელურად უფრ. ლაბორანტად დაიწყო მუშაობა მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე(1965). აკად. კ. ანდრიანოვისა და პროფ. ა. ნოღაიდელის ხელმძღვანელობით წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1969). იყო მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის დოცენტი (1973). წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნ.მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. იგი სამეცნ.-კვლევით მუშაობას უთავსებდა საზ–ებრივ საქმიანობას.  წლების განმავლობაში იყო ქიმიის ფაკ–ტის პარტბიუროს მდივანი. დოცენტ ნ.ლ.–ს მეცნ. კვლევის სფეროს წარმოადგენდა სილიციუმ და აზოტის შემცველი სილიციუმორგანული ნაერთების სინთეზი და მათი გარდაქმნების შესწავლა. არის 73 სამეცნ. ნაშრომის  თანაავტორი. მიიღო მელიქიშვილის სახელობის პრემია თანაავტორებთან ერთად (1983).