-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი დოცენტი
ნაფეტვარიძე ოთარ ივანეს ძე (05.III.1932, თბილისი-08.V.2013, თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი. მათ. ანალიზის სპეციალისტი. დაამთავრა ვანის რაიონი სოფ. შუამთის საშ. სკოლა, ოქროს მედალზე (1940–1950), თსუ-ის მათ. ფაკ-ტი წარჩინებით (1950–1955), თსუ-ის ასპირანტურა აკად. ვ. კუპრაძის ხელმძღვანელობით (1955–1958). ამავე პერიოდში იყო საქ. მეცნ. აკად. მათ. და ფიზ. განყ-ების სწავლული მდივანი. იყო თსუ-ის ფიზ. და მათ. ფაკ-ტების მათ. ანალიზის კათედრის (ასისტენტი, შემდგომში ლექტორი და მრავალი წლის განმავლობაში კათედრის გამგე, 1958-1971), ფიზ. ფაკ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი(1971-1983) და ამავე კათედრის გამგე (1983-1994). ის წლების განმავლობაში იყო მათ. სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი და მათ. ფაკ-ტის მისაღები კომისიის თავ-რე. მისი სამეცნ. ინტერესები მოიცავდა მათ. ანალიზის თეორიულ საფუძვლებს, ფუნქციონალურ ანალიზს და უმაღლ. მათ. სწავლების მეთოდოლოგიას. მას წვლილი მიუძღვის მათ. განათლების განვითარებაში საქართველოში. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. მედლით და საპატიო ლექტორის ორდენით, თსუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მრავალი თაობის ფიზიკოსი და მათემატიკოსი, რომელთა შორის არიან მეცნიერები, პედაგოგები და სხვადასხვა გამოყენებითი დარგის სპეციალისტები.
თხზ.: ნაფეტვარიძე, ო. (1978). სავარჯიშოები კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიაში და ოპერაციულ აღრიცხვაში. თსუ გამ-ბა; ნაფეტვარიძე, ო. (1978). პრაქტიკუმი ანალიზურ ფუნქციათა თეორიასა და ოპერაციულ აღრიცხვაში. თსუ გამ-ბა.