-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი ჟურნალისტი კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი
ნადირაშვილი ირმა ჯემალის ასული (15.III.1970, სიღნაღი), ისტორიკოსი, ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ, საზღვარგარეთის აღმ. ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობით. იყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კორესპონდენტი (1994-2005); ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფრ. მოადგილე (2005-2007); შრომის, ჯანმრთელობის და სოც. დაცვის სამინისტროს საზ-ბასთან ურთიერთობის დეპარტ. უფრ. (2008); სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პროგრამა "პოსტ სკრიპტუმის" მთ. პროდიუსერი (2008-2009); სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფრ. (2009-2010); საქართვ. პრეზიდენტის ადმ. უფრ. მოადგილე (2010-2012); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. წევრი (საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა - პარტ. სიით, 2012-2016); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამ. წევრი (საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა - პარტ. სიით, 2016-2020); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამ. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე (2016-2019).