-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
ნადირაშვილი გაიოზ სიკოს ძე (07.I.1936, სიღნაღის რაიონი), ეკონომისტი, დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1953-1958), შემდეგ ასპირანტურა (1960-1963). მუშაობდა ეკონ. კათედრაზე მასწავლებლად (1963), დოცენტად (1963-1990). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ნაირიტი HT-ის და ჩვეულებრივი (სერიული) ნაირიტის წებოების გამოკვლევა ფეხსაცმლის დეტალების დასამაგრებლად”” (1964), ასევე სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1989), შემდეგ კი პროფესორის წოდება (1990). ნ. გ. იყო თსუ-ის ვაჭრობის ეკონომიკის, საქონელმცოდნეობისა და ტექნოლოგიის კათედრის გამგე (1988-2006); თსუ-ის სიღნაღის ფილიალის რექტორი (196-2008). მისი სამეცნ. კვლევის სფეროა საქონელმცოდნეობის, პროდუქციის ხარისხის ექსპერტიზის, მარკეტინგისა და ტურიზმის პრობლემები. მიღებული აქვს გამოგონების 14 საავტორო მოწმობა, რისთვისაც მიენიჭა დამსახურებული გამომგონებლის წოდება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და ივანე ჯავახიშვილის მედლით, მიენიჭა საუნივერსიტეტო პრემია ნაშრომებისთვის „არასასურსათო საქონლის საქონელმცოდნეობის თეორიული საფუძვლები“ (1994), “საქონლის ექსპერტიზა საერთაშორისო ვაჭრობაში“ (1997), გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომი, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და სტატიები: „დინამიკური საბაზრო პროცესების მოდელები“ (მარკეტინგის აქტუალური საკითხები, 2005, N 6); „ხარისხის მენეჯმენტი ტურიზმსა და სტუმარ-მასპინძლობაში“ (მეცნიერება და ცხოვრება, 2013, N 1); „საერთაშორისო ტურისტული ბაზრის განვითარების ტენდენციები“ (მეცნიერება და ცხოვრება, 2014, N 1); „საერთაშორისო და რეგიონალური ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები“ (ეკონომისტი, 2014, ოქტომბერი-ნოემბერი, N 5).
თხზ.: ნადირაშვილი, გ. (1970). ფეხსაცმლის და ბეწვეულის საქონელმცოდნეობა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნადირაშვილი, გ. (1989). არასასურსათო საქონლის საქონელმცოდნეობა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნადირაშვილი, გ. (2000). სამრეწველო წარმოებისა და საქონლის მარკეტინგი. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 99992877103; ნადირაშვილი, გ. (თანაავტორი). (2014). ტურიზმის საფუძვლები: [სახელმძღვ.]. თბ.,მერიდიანი, ISBN: 9789941108556; ნადირაშვილი, გ. (თანაავტორი). (2015). ღვინის ტურიზმი. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941225871; ნადირაშვილი, გ. (თანაავტორი). (2016). მდგრადი ტურიზმის საფუძვლები.თბ. უნივერსალი, ISBN: 9789941228872.