ნადირაძე მარიამ (მერი) ანდრიას ასული
ნადირაძე მარიამ (მერი) ანდრიას ასული

ნადირაძე მარიამ (მერი) ანდრიას ასული (07. X. 1914, ქ. თბილისი - 05. VII. 2009), ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი, მცენარეთა ანატომი, ბიოლოგიის მეცნ. კანდ. (1965), თსუ-ის  მცენარეთა ანატ. და ფიზიოლ. კათედრის დოცენტი (1970-1997), შრომის ვეტერანი (1984). თბილ. 29-ე საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ, დასრულა თბილ. მსუბუქი მრეწველობის ინდუსტრიული ტექნიკუმი, რის შემდეგ, ჩაირიცხა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტზე (1935-1941). ნ. მ.-მა სწავლა გააგრძელა ამავ უნ-ტის ასპირანტურაში (1941-1943); მუშაობდა საქართვ. სახ. სას.-სამ. ინ-ტში, უფრ. ლაბორანტის თანამდებობაზე (1945), თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლ. კათედრის უფრ. ლაბორანტის პოზიციაზე (1953). პარალელურად, ნ. მ.-მა დაამთავრა თბილ. პოლიტ. მეცნ. საღამოს უნ-ტის მეცნიერ-მუშაკთა ფილიალი (1952); ეწეოდა პედ. და სამეცნ. საქმიანობას თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლ. კათედრაზე (1954-დან), იყო კათედრის სწავლული მდივანი. მას დიდი წვლილი მიუძღვის მცენარეთა სას.-სამ. კულტურების, მათ შორის ხორბლის ენდემური ჯიშების ფიზიოლ., ანატ. და ბიოქიმიის კვლევაში, რა თემაზეც, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “სასუქებისა და ადგილმდებარეობის გავლენა ხორბლის კხი 8-ის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მაჩვენებელზე„ (1965) და დაინიშნა მცენარეთა ანატ. და ფიზიოლ. კათედრაზე, დოცენტის თანამდებობაზე (1970). ნ. მ.-მა არაერთხელ გაიარა თსუ-ის უმაღლ. სასწავლ. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ფაკ-ტის კურსი, მცენარეთა ფიზიოლ. სპეციალობით (1979, 1984, 1989), იგი უძღვებოდა სალექციო და პრაქტიკულ კურსს მცენარეთა ფიზიოლ. და ანატომიაში;  ასევე, იყო ხელმძღვ. სტუდენტთა საველე და სასპეციალიზაციო პრაქტიკასა ყირიმის, კიევის, დუშანბესა და ტაშკენტის უნ-ტებში; სტუდენტების სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვ.; აქტიურად იყო ჩართული თსუ-ის სტუდენტთა სამეცნ. კონფერენციების ორგანიზებაში; მოსწავლეთა ბიოლოგიის კაბინეტის წრეების და თსუ-ის სტუდენტთა ერთობლივი სამეცნ. კონფერენციის მოწყობისთვის, პიონერთა და მოსწავლეთა სასახლემ, მას საგანგებო ჯილდო გადასცა; მრავალწლიანი კეთილსინდისიერი შრომისთვის დაჯილდოვდა შრომის ვეტერანის მედლით (1984). მისი ნაშრომებია: „ზრდის პირობების გავლენა ხორბალ კახი 8-ის მარცვლის ბიოქიმიურ თვისებებზე“ (თსუ-ის შრომები, 1960, ტ. 82); „ზოგიერთი ვიტამინის დინამიკა ხორბალ კახი 8-ის მარცვალში“ (თსუ-ის შრომები, 1965, ტ. 109); „თბილისის მიდამოების ფლორის იზოპრენის გამომყოფ მცენარეთა სახეობები და ზოგიერთი მათგანის ფოთლის ანატომიური აგებულება“ (საქ. მეცნ. აკად. მოამბე, 1990, N3, ტ. N3); „სასუქების გავლენა ხორბლის მარცვალში ნახშირწყლებისა და აზოტოვან ნივთიერებათა შემცველობაზე“ (თსუ-ის შრომები, 1971, ტ. 141).