-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი პოლიტიკოსი კურსდამთავრებული
ნადირაძე მაია ჯურხას ასული (01.I.1961, თბილისი), ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1983). იყო საკავშ. მნიშვნელობის ტექ. ესთეტ. სამეცნ. კვლ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1984-1985, საქართვ. ფილიალი); დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინ-ტის უფრ. ლაბორანტი (1985-1987); თბილ. 53-ე საშ. სკოლის პედაგოგი (1986-1990); საქართვ. განათლების სამინისტროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპ. სამეცნ. ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი (1991-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. განათლების, მეცნ., კულტ. და სპორტის კომიტეტი, წევრი (2002-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. რეგიონული პოლიტ. და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "ტრადიციონალისტი", წევრი (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოც. საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2004-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2004-2004); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", თავ-რე (2004-2008); საქართვ. ენერგეტ. და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის წევრი (2009-2015).
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.