-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ნადირაძე ლალი დიმიტრის ასული (09.XI.1965, დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, ნახევარგამტარების და დიელექტრიკების სპეციალობით (1987). სხვადასხვა წლებში მუშაობდა სსრკ მეცნ. აკადემიის ა. ფ. იოფეს სახ. ფიზიკა-ტექნიკის ინ-ტში (სანკტ-პეტერბურგი), თბილ. მე-6 საავტორო გიმნაზიაში, ილიას სახელმწ. უნ-ტში, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტში. მუშაობს: განათლების, მეცნ. და ახალგაზრდობის სამინისტროში, ფიზიკის საგნობრივი ექსპერტის თანამდებობაზე (2021-დან); თბილ. კლასიკურ გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად (სტატუსით მენტორი, 2007-დან). ნ. ლ. არის ფიზიკის გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორი (2022, 2023, 2024), აზერბაიჯანის ფიზიკის ქართულად თარგმნილი სახელმძღვანელოების რედ. (2018, 2019 ), ფიზიკის სახელმძღვანელოს რეცენზენტი (2003). მუშაობს თსუ-ის აკად. ნოდარ კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში რადიაციული ფიზიკის განყ-ბის გამგედ, არის უფრ. მეცნიერ-მკვლევარი (2026). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ’’InPxAs1-x და Si-Ge მყარი ხსნარების ზოგიერთი ელექტრული და ოპტიკური თვისებების შესწავლა კრისტალების დასხივებამდე და დასხივების შემდეგ’’(2017). მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ნახევარგამტარებში რადიაციული პროცესების ექსპერიმენტულ შესწავლას, რასაც პარალელურად ერწყმის ფიზიკის სწავლების პედ. საფუძვლებისა და დიდაქტ. პრინციპების კვლევა. იგი არის ფიზიკის სწავლების მეთოდების შესახებ სხვადასხვა სამეცნ. პუბლიკაციის თანაავტორი. მათ შორის: „Use of technologies, as the effective instrument for enhancing of motivation in the process of physics teaching“ (2020); „Exponential optical absorption in non-irradiated and irradiated III-V compounds“ ( Bulletin of the Georgian national academy of sciences, 2018, vol.12, No 3); „Nanosize Clusters in InAs and InP Compounds and Their Solid Solutions InPxAs1–x“ (American Journal of Nano Research and Applications, 2017, Vol. 5, Issue 3-1, May). არის სხვადასხვა სამეცნ. საერთაშ. კონფერენციის მომხსენებელი (ესპანეთი, საქართვ., მრავალი სერტიფიკატის მფლობელი. გავლილი აქვს საერთაშ. ტრენინგ-კურსები, მათ შორის UNESCO, ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის, ტემპუსის პროექტების ფარგლებში. სტაჟირება გავლილი აქვს ცერნში (ჟენევა, შვეიცარია) - ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში. იყო რამდენიმე სამეცნ. საგრანტო პროექტის ხელმძღვ., ახალგაზრდა მეცნ. სამეცნ. ინტერესები: რადიაციული ფიზიკა; ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკა; ნახევარგამტარების ტექნოლოგია და მასალათმცოდნეობა; ფიზიკის სწავლების მეთოდები ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლ. სასწავლებელში.