ნადირაძე ქეთევან გიორგის ასული
ნადირაძე ქეთევან გიორგის ასული

ნადირაძე ქეთევან გიორგის ასული (02.VIII.1959, თბილისი), ისტორიკოსი. დაამთავრა თბილ. გ. ტაბიძის სახ. 51-ე საშ. სკოლა (1966-1976); თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1976-1981),  სპეციალობით ხელოვნების ისტორია, ისტორიკოსის კვალიფიკაცია. არის ისტორიის მეცნ. კანდ. (2002, PHD); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტისა და საქრთვ. ისტორიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (2012-დან); თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2017-2018); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (2012-დან); თსუ-ის საქართვ. ისტორიის ინ-ტის ასისტენტ პროფესორი (2006-2012); მეცნ. აკადემიასთან არსებული წყაროთმცოდნეობის შემსწავლელი კომისიის წევრი (2013); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2008-2011); წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტისა  (2009-2011)  და  სას. აკადემიის მიწვეული პროფესორი (2012-2015); ტელეკომპანია „მზე“, სამეცნ.-პოპულ. გადაცემათა ციკლის „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“  ავტორი და წამყვანი (2005-2006). ნ. ქ. იყო თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის, საქართვ. ისტორიის კათედრაზე: ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი (1981-2005); საქრთვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის შემსწავლელი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; საქართვ. სოფლების ისტორიის შემსწავლელი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (1992-2005). მისი კვლევის ძირითადი მიმართულება: საქართვ. ისტორია; ისტორიგრაფია; წყაროთმცოდნეობა. თსუ-ში კითხულობსა სალექციო კურსებსს: საქართვ. ისტორია უძველესი დროიდან VIII საუკუნემდე; საქართვ. ისტორია VIII -XV სს.; ისტ. მეცნიერების განვითარება XIXს. საქართველოში;  საქართვ. ფეოდ. საგვარეულოების ისტორია; ძვ. და შუა საუკუნეების საქართვ. ისტორიის ქართ. ნარატიული წყაროები; ბაკალავრიატი-საქართვ. ისტორიის ზოგადი კურსი (საფაკულტეტო); საქართვ. ისტორია 1801-1918 (საფაკულტეტო); ქართ. ისტორიოგრაფია; მთიელთა ჩამოსახლების პრობლემა საქართველოში, ქალაქი და საქალაქო ცხოვრება შუასაუკუნეების საქართველოში; მაგისტრატურა - ქართ. საისტ. მწერლობა, ქართ. ისტ. მეცნიერების განვითარება; ქ-ები საქართველოში; ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში (შედარებითი პერსპექტივა). ნ. ქ. იყო ნაშრომების: „თედო ჟორდანია-თხზულებათა კრებული“ შემდგ.-რედ.(2011); „კავკასია ქართულ წყაროებში“: (ქართულ-ინგლისური ენციკლოპედიური ლექსიკონი) რედ. და თანაავტორი (2012).    

თხზ.: ნადირაძე, ქ. (2004). თედო ჟორდანია-საქართველოს ისტორიის მკვლევარი. თბ., უნ-ტის გამბა, ISBN 9994020536; ნადირაძე, ქ. (2007). ისტორიოგრაფია ისტორიული მეცნიერების ისტორია. მერიდიანი, ISBN 9994046098; ნადირაძე, ქ. (2012). ქართული ისტორიოგრაფია, სალექციო კურსი. უნივერსალი, ISBN 9789941177248; ნადირაძე, ქ. (2017). მარიამ ლორთქიფანიძე და ისტორიული მეცნიერება. უნივერსალი, ISBN 9789941260346; ნადირაძე, ქ. (2018). ქალაქი ქართულ ისტორიულ სივრცეში. არტანუჯი. ISBN 9789941478505; NADIRADZE, K. (2019). TEDO ZHORDANIA A RESEARCHER OF THE HISTORY OF GEORGIA. NOVA, science publishers (European Political, Economic, and Security Issues). New York,ISBN 9781536148688.