ნადირაძე ქეთევან
ნადირაძე ქეთევან

ნადირაძე ქეთევან გიორგის ასული (02.VIII.1959. ქ. თბილისი), ისტორიკოსი. დაამთავრა თბილ. გ. ტაბიძის სახ. 51-ე საშ. სკოლა (1966-1976), თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი(1976-1981),  სპეციალობით ხელოვნების ისტორია, ისტორიკოსის კვალიფიკაცია. ისტორიის მეცნ. კანდ. (2002, PHD), თსუ, ჰუმანიტარული. ფაკ-ტი, საქრთვ. ისტორიის სასწ.-სამეცნ. ინ-ტი, ასოცირებული პროფესორი (2012-დან), თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2017-2018), თსუ, ჰუმანიტარული ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი(2012-დან), თსუ, საქართვ. ისტორიის ინ-ტის ასისტენტ პროფესორი (2006-2012), მეცნ. აკადემიასთან არსებული წყაროთმცოდნეობის შემსწავლელი კომისიის წევრი (2013), თსუ, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2008-2011), წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტი, მიწვეული ასოცირებული პროფესორი (2009-2011), სას. აკადემია, მიწვეული პროფესორი (2012-2015), ტელეკომპანია „მზე“, სამეცნ.-პოპულ. გადაცემათა ციკლის „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“  ავტორი და წამყვანი (2005-2006), თსუ, ისტორიის ფაკ-ტი, საქართვ. ისტორიის კათედრა: ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი (1981-2005), თსუ, საქრთვ. ისტ. და წყაროთმცოდნეობის შემსწავლელი ლაბორატორია, მეცნიერ თანამშრომელი, თსუ, საქართვ. სოფლების ისტორიის შემსწავლელი ცენტრი - მეცნიერ თანამშრომელი (1992-2005). კვლევის ძირითადი მიმართულება: საქართვ. ისტორია, ისტორიგრაფია, წყაროთმცოდნეობა. თსუ-ში სალექციო კურსები, წაკითხული: საქართვ. ისტორია უძველესი დროიდან VIII საუკუნემდე, საქართვ. ისტორია VIII -XV სს., ისტ. მეცნიერების განვითარება XIXს. საქართველოში,  საქართვ. ფეოდ. საგვარეულოების ისტორია, ძვ. და შუა საუკუნეების საქართვ. ისტორიის ქართ. ნარატიული წყაროები;  მიმდინარე: ბაკალავრიატი - საქართვ. ისტორიის ზოგადი კურსი (საფაკულტეტო), საქართვ. ისტორია 1801-1918 (საფაკულტეტო), ქართ. ისტორიოგრაფია, მთიელთა ჩამოსახლების პრობლემა საქართველოში, ქალაქი და საქალაქო ცხოვრება შუასაუკუნეების საქართველოში; მაგისტრატურა - ქართ. საისტ. მწერლობა, ქართ. ისტ. მეცნიერების განვითარება, ქ-ები საქართველოში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში (შედარებითი პერსპექტივა). ნ. ქ. იყო ნაშრომების: „თედო ჟორდანია - თხზულებათა კრებული“ (2011)  შემდგენელ-რედაქტორი; „კავკასია ქართულ წყაროებში“: (ქართულ-ინგლისური ენციკლოპედიური ლექსიკონი) (2012) რედაქტორი და თანაავტორი.    

თხზ.: ნადირაძე, ქ. (2004). თედო ჟორდანია-საქართველოს ისტორიის მკვლევარი. თბილისის უნივერსიტეტი.  ISBN 99940-20-53-6; ნადირაძე, ქ. (2007). ისტორიოგრაფია ისტორიული მეცნიერების ისტორია. მერიდიანი. ISBN 99940-46-09-8; ნადირაძე, ქ. (2012). ქართული ისტორიოგრაფია, სალექციო კურსი. უნივერსალი. ISBN 978-9941-17-724-8; ნადირაძე, ქ. (2017). მარიამ ლორთქიფანიძე და ისტორიული მეცნიერება. უნივერსალი. ISBN 978-9941-26-034-6; ნადირაძე, ქ. (2018). ქალაქი ქართულ ისტორიულ სივრცეში. არტანუჯი. ISBN 978-9941-478-505; NADIRADZE, K. (2019). TEDO ZHORDANIA A RESEARCHER OF THE HISTORY OF GEORGIA. NOVA, science publishers (European Political, Economic, and Security Issues). New York. ISBN 978-1-53614-868-8