-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი პროფესორი
ნადიბაიძე გივი გურამის ძე (05.IV.1967, დ. თიანეთი). მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1998), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1995). დაამთავრა: ვ. მ. კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა ოქროს მედალზე (1984), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1991). ასპირანტურა მათ. ანალიზის სპეციალობით (1991-1994). გაიარა სავალდებულო სამხ. სამსახური (1985-1987). იყო: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის მათ. დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის დოცენტი (1998-2006). არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. ანალიზის კათედრის ასისტენტ-პროფესორი (2006-დან). ნ. გ.-ს ძირითადი სამეცნ. შრომები ეხება ორთოგონალურ მწკრივთა თეორიის კრებადობისა და შეჯამებადობის საკითხებს. კერძოდ, მას დადგენილი აქვს ბლოკებში ორთონორმირებული სისტემების მიმართ მწკრივების თითქმის ყველგან კრებადობისა და შეჯამებადობისათვის ვეილის გამრავლების განსაზღვის წესი და შესწავლილი აქვს მათი სიზუსტის საკითხი ერთ და მრავალგანზომილებიან შემთხვევაში. მიღებული შედეგების შესახებ მოხსენებები გაკეთებული აქვს საერთაშ. კონფერენციებზე. ნ. გ. იყო შოთა რუსთაველის სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის „ფუნქციათა კლასები და აპროქსიმაციის მეთოდების“ კოორდინატორი (2009-2011). არის მათემატიკაში საქართვ. მოსწავლეთა ნაკრები გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი და ნაკრები გუნდის თანალიდერი (2011-დან). ამ პერიოდში საერთაშ. მათ. ოლიმპიადებში ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 4 ოქროს, 9 ვერცხლის და 40 ბრინჯაოს მედალი.
თხზ.: Nadibaidze, G. On the negative order Cesaro summability of double series with respect to block-orthonormal Systems.: Georgian Mathematical Journal, Volume 29, issue5, Pp. 773- 785; Nadibaidze, G. On the summability by Cesaro methods of double series with respect to block-orthonormal systems.: Analysis Mathematica V. 38, N. 3, 203-226; Nadibaidze, G. On the convergence almost everywhere of double series with respect to diagonal blockorthonormal systems.: Acta Math. Acad. Paedagog. Nyiregyhaziensis, 27, 257-265.