ნადარეიშვილი თეიმურაზ პავლეს ძე
ნადარეიშვილი თეიმურაზ პავლეს ძე

ნადარეიშვილი თეიმურაზ პავლეს ძე (18.XII.1954, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1979). დღემდე თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის თანამშრომელია (1979-დან), სადაც მას ეკავა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობები და ამჟამად უფრ. მეცნიერ-თანამშრომელია. ნ. თ. არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრის ასისტენტ-პროფესორია (1999-დან). არის 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. შრომების  დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია საერთ. სამეცნ. ჟურნალებში, მათ შორის:’’Application of Modified Hypervirial and Ehrenfest Theorems and Several Their Consequences’’ (Physics of Particles and Nuclei.Vol 52,Issue 1. pp 155-168, 2021); ’’Generalized Heisenberg uncertainty relation in spherical coordinates’’ (International Journal of Modern Physics B.  Vol 36; Issue 15;2250072, 2022); ,,The Boundary Condition for Reduced Radial Wave Function in Multi-Dimensional Schrodinger Equation’’ (Physics of Particles and Nuclei Letters.Vol 21. pp 846-851, 2024).სამეცნ. ინტერესები: ველის კვანტური თეორია, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კვანტური მექანიკის პრინციპიალური საკითხები, თვითშეუღლებული გაფართოების პრობლემა არარელატისტურ და რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში.  ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორი (1999). დისერტაციის სათაურია: ’’ფერმიონ - ანტიფერმიონთა ბმული მდგომარეობების შესწავლა არარელატივისტურ კვანტურ მექანიკაში და მათი ზოგიერთი რელატივისტური განზოგადება’’. საზ.  საწყისებზე არის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის შ. ვაშაკიძის სახ. ფიზიკის სასწ. - სამეცნ.  ცენტრის დირექტორი და ფიზიკის თეორიის სწავლების განყ-ბის გამგე. ასევე არის გაზ. ’’თბილისის უნივერსიტეტის’’ რედკოლეგიის წევრი (2006-დან). მონაწილეობდა, როგორც ძირითადი შემსრულებელი და კოორდინატორი  2 საერთაშ. და 6 ადგილობრივ (შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდი) გრანტში. მიიღო მონაწილეობა 18 საერთაშ. კონფერენციაში. არის სამეცნ. ინტერნეტ ჟურნალის GESJ- Physics, ფიზიკის მიმართულების,  სარედაქციო საბჭოს  წევრი. თსუ-ში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედ. და სამეცნ. მოღვაწეობისათვის  დაჯილდოვდა უნ-ტის ოქროს მედლით (2024).  ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ – გაზეთებში (‘’მნათობი’’, ‘’ცისკარი’’, ‘’’ქართული მწერლობა’’,’’ისინდი’’, ’’ლიტერატურული საქართველო’’, ’’მწერლის გაზეთი’’) პერიოდულად იბეჭდება მისი ლიტერატურულ – ფილოს. ესეები, ჩანახატები და თარგმანები (უ. შექსპირი; უ. ბლეიკი; ა. პუშკინი; მ. ლერმონტოვი; მ. ცვეტაევა; ი. ბროდსკი). არის ლიტ. ჟურ.  ‘’’ისინდის’’ რედკოლეგიის წევრი (2018-დან).

თხზ.: ნადარეიშვილი, თ. (2018). ამოცანათა კრებული კვანტურ მექანიკაში. სახელმძღვ. უნ–ტის სტუდენტებისთვის. თბ. უნ-ტის გამ-ბა. 212 გვ. ISBN 9789941136870; ნადარეიშვილი, თ. (2019). ამოცანათა კრებული არარელატივისტურ დაჯახებათა თეორიაში და რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში. სახელმძღვ. უნ–ტის სტუდენტებისთვის. თბ. უნ-ტის გამ-ბა. 244 გვ. ISBN 9789941138614.