ნადარეიშვილი ქეთევან გიას ასული
ნადარეიშვილი ქეთევან გიას ასული

ნადარეიშვილი ქეთევან გიას ასული (29. IX. 1957, თბილისი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1979) და ასპირანტურა კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით (1983). მისი სადისერტაციო ნაშრომი იყო: „ქალის მხატვრული სახის ფორმირების პრობლემა ბერძნულ ტრაგედიაში (ანტიგონე, მედეა, ელექტრა)“ (1984). არის ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1985); ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (2005); თსუ-ის დოცენტი (2000), ასოცირებული პროფესორი (2006); საქართვ. სახ. წიგნის პალატის ბიბლიოთეკარი (1979); საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. ინ-ტის ლაბორანტი (1980); თსუ-ის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1983-1988); მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1989); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1989-2006); თსუ-ის დოცენტი B2 კონტრაქტით (2000-2006); ჟურნ. „ლოგოსის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2003-); ფონდი ღია საზ-ბის საქართვ. კულტურის კომისიის ექსპერტი (2004-2005); შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის კონსულტანტი (2011-2015). სხვადასხვა წელს მონაწილეობდა საფაკ-ტო და საუნ-ტო საბჭოებში. იყო მაგისტრატურაში მისაღები საგამოცდო კომისიისა და ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აკად. პერსონალის საარჩევნო კომისიის წევრი. კითხულობდა ლექციებს თსუ-ის ნორჩ ჰუმანიტართა სკოლაში (2018-2019); უცხოელი დიპლომატებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში (2019). არის 70-ზე მეტი სამეცნ. შრომის ავტორი; ვ. თოფურიას სახ. სტიპენდიატი (1977-1979).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ნადარეიშვილი, ქ. (2003). პენელოპე, ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები. თბ., ლოგოსი, ISBN: 9992865970; ნადარეიშვილი, ქ. (2008). ქალი კლასიკურ ათენსა და ბერძნული ტრაგედიაში.  თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941401329; ნადარეიშვილი, ქ. (თანაავტორი). (2009). ანტიკური ლიტერატურა. საუნ-ტო კურსი. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941401572; ნადარეიშვილი, ქ. (თანაავტორი). (2012). დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941437397; ნადარეიშვილი, ქ. (თანაავტორი). (2014, 2016, 2018, 2020, 2021, 2022,). ანტიკური კავკასია: ენციკლოპედია.  ტ. 1-4, თბ., ლოგოსი, ISBN: 9789941974373; ნადარეიშვილი, ქ. (თანაავტორი). (2024). არგონავტიკა მედეა მითი და ისტორია. თბ., გრიფონი, ISBN: 9789941499548.

ლიტ.: ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: 1992-2006. თბ., ISBN: 9789992820414.