ნადარეიშვილი გიორგი
ნადარეიშვილი გიორგი

ნადარეიშვილი გიორგი (27.XI.1987, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. საბაკალავრო პროგრამა (2009). თსუ-ის მათ. სამაგისტრო პროგრამა (2011, ხელმძღვ. ალ. პაჭკორია). მათემატიკის დოქტორის ხარისხი დაიცვა გეორგ-აუგუსტის სახ. გიოტინგენის უნ-ტში (გერმანია, ხელმძღ. რალფ მეიერი, 2015). ნ. გ. არის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის მათ. ლოგიკის გან-ბის მეცნ. თანამშრომელი და ქუთაისის უნ-ტის კომპიუტერული მეცნ. და მათ. მიმართულებების ასისტენტ-პროფესორი (2020-დან). ნ. გ.-ს კვლევის ძირითადი სფეროა არაკომუტაციური ტოპოლოგია; კერძოდ, ოპერატორთა K-თეორიით წარმოშობილი კატეგორიული სტრუქტურები და მათი გამოყენება კლასიფიკაციის ამოცანებში. სადოქტორო ნაშრომში, ნ. გ.-მ C*-ალგებრების ფილტრაციების ბუტსტრაპ ქვეკატეგორიის ლოკალიზებადი კატეგორიების კლასიფიკაცია მოახდინა. მისი მომდევნო ინდივიდუალური და რ. მაიერთან საერთო შრომები ოპერატორთა ალგებრების უნივერსალური კოეფიციენტების თეორემებსა და შესაბამისი ეკვივარიანტული C*-ალგებრების კლასიფიკაციებს ეხება. ნ. გ. ასევე დაინეტერეებულია ალგორითმთა თეორიით და აქვს საერთო მეცნ. ნაშრომი ი. ობერჰაუზერსა და ვ. პოლთან. ნ. გ. მონაწილეობდა და მონაწილეობს რიგ სამეცნ.-კვლევით საგრანტო პროექტებში.