ნადარაია ელიზბარ
ნადარაია ელიზბარ

ნადარაია ელიზბარ აკაკის ძე (17. IV.1935, სოფ. ახალი ხიბულა, ხობის მუნიციპ.), მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (1982), ფიზ.-მათ. მეცნ დოქტორი (1981), საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (2001) და ნამდვილი წევრი (2023). დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1959) და ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1963). იგი არის საერთაშ. სტატისტ. ასოციაციის წევრი (1996). მიღებული აქვს საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. ი. ვეკუას სახ. პრემია მათემატიკაში (1990). დაჯილდოებულია ორჯერ ღირსების ორდენით (2003, 2013) და თსუ-ს ოქროს მედლით (2023). არჩეულია ხობის მუნიციპ. საპატიო მოქალაქედ (2002).  იყო თსუ–ის გამოყენებითი მათემატიკის ინ–ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის  განყ-ბის გამგის მოადგილე (1966-1971) და  გამგე (1971-1973). საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის  განყ-ბის გამგე (1973-1978). არის თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის  კათედრის გამგე (2006-დან) და თსუ–ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის  განყ-ბის გამგე (2017-დან). მისი ძირითადი შრომები ეხება განაწილების სიმკვრივის გულოვანი ტიპის შეფასების სხვადასხვა ფუნქციონალური სივრცის მეტრიკით კრებადობისა და ასიმპტოტური განაწილების მოძებნის პრობლემებს; თანხმობისა და ერთგვაროვნობის ჰიპოთეზის შემოწმებისათვის ახალი კრიტერიუმების აგებას; მან და ვატსონმა (ამერიკელი მეცნიერი) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სამეცნ. ლიტერატურაში პირველებმა, შემოიღეს რეგრესიის ფუნქციის არაპარამეტრულ შეფასებათა კლასი, დღეს ეს კლასი მათი სახელითაა ცნობილი (Nadaraya-Watson). შესწავლილია ამ შეფასებით რეგრესიის მრუდიდან გადახრის ასიმპტოტური ყოფაქცევა ინტეგრალურ და თანაბარ მეტრიკებში. მისი ციტირების ინდექსი რამდენიმე ათასია. იყო 3 ადგილობრივი გრანტის ხელმძღვ. და 2 გრანტის ძირითადი მონაწილე, 1 საერთაშ. გრანტის თანახელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 11 საკანდიდატოდა სადოქტორო დისერტაცია.

თხზ.: Надараиа, Е. (1964). Об оценке регрессии, Теория вероятн. и ее примен., 1, 157-159; Надараиа, Е. (1964). Некоторые новые оценки функций распределения, Теория вероятн. и ее примен., 3, 550-555; Nadaraya, E. (1989). Nonparametric estimation of probability densities and regression curves. Kluwer Academic Publishers Group.