მჟავია დავით ალექსანდრეს ძე
მჟავია დავით ალექსანდრეს ძე

მჟავია დავით ალექსანდრეს ძე (18.VIII.1954-21.VI.2010). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1976). მ. დ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდიდატისა და დოქტორის ხარისხები, სადოქტორო დისერტაციის ნაშრომი: „პიონებისა და მიუონების მონაწილეობით მიმდინარე იშვიათი პროცესების ძიება და კვლევა APEC, MM, SINDRUM II და PIBETA ექსპერიმენტებზე“ (1997). მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი), სადაც. მ. დ.-ის ხელმძღვანელობით ქართვ. მეცნიერების ჯგუფმა ჩაატარა იშვიათი და აკრძალული p- და m-მეზონების დაშლის კვლევები АРЕС დანადგარზე, რ-ის შექმნაშიც თვითონაც აქტიურად მონაწილეობდა (1976–1992). ჩატარებული ექსპერიმენტებით დადასტურდა ამ პროცესებისთვის ლეპტონური რიცხვის შენახვა 10⁻¹¹-სიზუსტით, რაც დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო შედეგია მსოფლიოში (АРЕС დანადგარზე მიღებული შედეგები საფუძვლად დაედო მის საკანდ. დისერტაციას). მ. დ.-მ სამეცნ. კვლევები გააგრძელა SINDRUM და PIBETA დანადგარებზე პაულ შერერის ინ-ტში (შვეიცარია). SINDRUM დანადგარზე მისი აქტიური მონაწილეობით მიღებული იქნა მსოფლიოში საუკეთესო შედეგები მიონიუმ-ანტიმიონიუმის კონვერსიაზე. PIBETA სპექტრომეტრის საფუძველს წარმოადგენს ელექტრომაგნიტური კალორიმეტრი, შექმნილი სუფთა CsI კრისტალებისგან. მ. დ-ს მასშტაბური კვლევებით გადაილახა CsI კრისტალების შექმნის ტექნოლ. სირთულეები და შეიქმნა უნიკალური კალორიმეტრი, უმნიშვნელოვანესი სამეცნ. შედეგების მისაღებად (ეს შედეგები საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას) და განაპირობა PIBETA კოლაბორაციის საერთაშ. წარმატება. როგორც PIBETA-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მ. დ.-მ წამოაყენა იშვიათი პროცესების შემდგომი კვლევის ახალი სტრატეგიული პროგრამა. იგი იყო ხელმძღვ. შუალედური ენერგიების ფიზიკის სამეცნ. ექსპერ. განყ-ბის (JINR, რუსეთი, 1999-2010). მ. დ.-ის სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ექსპერ. კვლევების განვითარება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით; არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. ღონისძიებისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და მონაწილე; ასევე 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „New Precise Measurement of the Pion Weak Form Factors in pi+ ---> e+ nu gamma Decay“ (Phys.Rev.Lett., 103, 051802, 2009); „New results in rare allowed muon and pion decays“ (Int.J. Mod. Phys. Conf.Ser., 35, 1460437, 2014);  „Investigation of Rare Pion Decays with the PIBETA Spectrometer“ (Phys. Part. Nucl. Lett. 15, 6, 610-620, 2018); მ. დ. დაიწყო თანამშრომლობა იაპონიის წამყვან სამეცნ. ცენტრებთან - ოსაკას ბირთვული ფიზიკის კვლევით ცენტრთან და ცუკუბას ელემენტარული ნაწილაკების კვლევის ეროვნულ ორგანიზაციასთან (KEK). მ. დ. გარდაცვალებამდე აქტიურად თანამშრომლობდა საქართვ., იტალიის, უკრაინის, რუსეთის, იაპონიის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და აშშ-ის სხვადასხვა წამყვან სამეცნ. კვლევით ცენტრებთან; ასევე ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.