-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი პედაგოგი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
მუსხელიშვილი ვახტანგ სოლომონის ძე (01.I.1869, სოფ. ბრეძა-15.IV.1933, თბილისი), ოფთალმოლოგი, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. მეორე გიმნაზია (1892), ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1898). უნ-ტის კურსის დასრულების შემდეგ, იქვე თვალის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად დაიწყო მუშაობა, სადაც მისი ხელმძღვ. იყო ცნობილი მეცნიერი და პროფ. ლეონარდ გირშმანი. ავადმყოფობის გამო იგი სამშობლოში დაბრუნდა (1900) და მუშაობა განაგრძო თბილ. თვალის სნეულებათა საავადმყოფოში, ხელმძღვ. გიორგი ტარსაიძე. იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” (1903-1917) და ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918). აქტიურად იყო ჩართული საზ-ბის საქმიანობაში. იგი ჯერ სამხ. სამსახურში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ამიერკავკ. რკინიგზის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყ-ბას ხელმძღვ. (1913-1917). როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი, თსუ-ის სამედ. ფაკ-ტზე ლექტორად მიიწვიეს, სადაც განაგებდა თვალის სნეულებათა კლინიკას (1921), შემდეგ კათედრის გამგედ აირჩიეს (1930-1933) და მიანიჭეს პროფესორის წოდება. იგი ბრწყინვალე ოპერატორი გახლდათ და მრავალი ცვლილება შეიტანა ოპერაციულ ტექნიკაში. მ. ვ.-ს მრავალ სამეცნ. შრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია რეფრაქციისა და აკომოდაციის შესახებ. მის მიერ კრიუკოვის თვალის სნეულებათა სახელმძღვანელოს თარგმანმა ქართვ. სპეციალისტთა აღზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართვ. ექიმთა საზ-ბის ოფთალმოლოგთა სექცია, რ-აც თავადვე უცვლელად ხელმძღვ.
თხზ.: მუსხელიშვილი, ვ. (1925). რეფრაქციის მანკი. ტფ.; მუსხელიშვილი, ვ. ტრახომის წამლობა ბეკერელის (რადიუმის) სხივებით. თბ.; მუსხელიშვილი, ვ. (1936). თვალის ანატომია, ოფთალმოსკოპია, რეფრაქცია და აკომოდაცია. ტფ.
ლიტ.: შენგელია, მ. მუსხელიშვილი ვახტანგ სოლომონის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7. თბ., 1984, გვ. 211; ბერაძე, ნ. (თანაავტორი). (1987). თვალის დაავადებები. თბ.; ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ., გვ. 280; საქართველოს ეროვნული არქივი: პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი: 471-1-16, გვ. 4.