-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
მუსხელიშვილი გურამ ნიკოლოზის ძე (10.VII.1924, თბილისი – 2.III.1991, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1947). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში (1950-დან), სადაც დაიცვა დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად (1953). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელეკომუნიკაციების (შემდგომში მართვის სისტემების) ინ-ტში (1957-1964) და სტაბილური იზოტოპების სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, სადაც მან განვლო გზა უფრ. მეცნ. თანამშრომლიდან ინ-ტის დირექტორობამდე (1964-1976). ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის აბასთუმნის ობსერვატორიის სპეციალური ასტრონომიული ხელსაწყოთმშენებლობის განყ-ბას (1975-დან). მიენიჭა ტექნიკურ მეცნ. დოქტორის ხარისხი (1985). გარდაცვალებამდე ის ისევ მართვის სიტემების ინ-ტში მუშაობს (1989-დან). მ. გ. მუშაობდა ექსპერიმენტული ფიზიკისა და ფიზიკური ხელსაწყოთმშენებლობის დარგში ფიზიკის ინ-ტში (1945-1957). ამ პერიოდში გამოქვეყნებულია 13 ნაშრომი. იგი მუშაობდა რთული ტექნოლოგიური პროცესების ავტომატური მართვის და ტექ. უზრუნველყოფის შექმნაზე (1957-დან). ამ დარგში მან გამოაქვეყნა 40-მდე ნაშრომი. ავტორია მრავალი გამოგონების მას ეკუთვნის 26 საავტორო მოწმობა. მონოგრაფიას "წყობურა სვეტებში სტაბილური იზოტოპების კონცენტრირების პროცესების ავტომატური მართვის სისტემები, მოწყობილობანი და ელემენტები" მიენიჭა საქართვ. სსრ აკადემიის გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (1982). შეთავსებით იგი მუშაობდა თსუ-ის უმაღლ. სასწავლებლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ფაკ-ტზე (1967-69) და ეკავა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მყარი სხეულების ფიზიკის კათედრის ჯერ დოცენტის (1977-დან), ხოლო შემდგომ პროფესორის თანამდებობა.