მუსერიძე მორის
მუსერიძე მორის

მუსერიძე  მორის დიომიდეს ძე (01.IX.1934, თბილისი -21.VII. 2012,), ქიმიკოსი, ქიმიის მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1969). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი ფიზიკური ქიმიის განხრით (1957). მუშაობდა  საქ. მეცნ. აკადემიის ზოოლოგიის ინ-ტში  ჰიდროქიმიკოსად (1957-1959). მ.მ. ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში ფიზ. ქიმიის კათედრაზე (1959). მუშაობდა თსუ-ის ფიზ. ქიმიის კათედრის ასისტენტის თანამდებობაზე (1962-1968). იყო ამავე კათედრის დოცენტი (1971-1974), შემდეგ კი მუშაობდა ქიმ. კინეტიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1974-2005). ჰქონდა სახელმწ. სტიპენდია (2005, ნოემბ.). მ.მ.-ის კვლევითი სამუშაოები შეეხებოდა ქიმიურ რეაქციათა კინეტიკისა და მექანიზმების შესწავლას, განსაკუთრებით - წვის რეაქციათა  ჰეტეროგენული ინჰიბირების ექსპერიმენტულ და თეორიულ  გამოკვლევას, აგრეთვე თხევადი კრისტალების ზოგიერთ თავისებურებათა შესწავლას. მას გამოქვეყნებული აქვს 85-მდე სამეცნ. ნაშრომი, მიღებული ჰქონდა ორი საავტორო მოწმობა. იგი თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე კითხულობდა ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: ქიმ. თერმოდინამიკა, კვლევის ფიზიკურ-ქიმ. მეთოდები, ქიმ. კინეტიკის ექსპერ. მეთოდები, ჰეტეროგენული კატალიზი. თსუ-ის ეკონ. და ბიოლოგიის ფაკ-ტების სტუდენტებისათვის კითხულობდა ლექციებს საგანში  ფიზ. და კოლოიდური ქიმია. მ. მ.-ის უშუალო მონაწილეობით თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე დაინერგა კვლევის ელექტრონულ-პარამაგნიტური რეზონანსის მეთოდი.

თხზ.: მუსერიძე,  მ. (1977). ხანძართქრობა და ქიმია. თბ., ცოდნა; Безарашвили, Г. С. ,Мусеридзе,  М. Д .(1979). Ингибирование пламени метана  порошками  неорганических  солей, Кинетика  и  Катализ,  т. 20, вып, 3.  Безарашвили, Г. С.,  Мусеридзе, М.Д. (თანაავტორი). (1979). Влияние  порошков  сульфата  натрия  на  пределы  воспламенения  метана,  Сообщения  АН  ГССР,   т. 94,   № 1; Мусеридзе, М. (თანაავტორი). (1985). О  закономерностях   влияния  ингибиторов  разного  типа  на  разветвленно-цепные  процессы, Сообщения  АН  ГССР,  т. 117,  № 2; Мусеридзе,  М. (თანაავტორი). (1990). Порошковые  ингибиторы горения на основе цеолитсодержащих  минералов.  Сообщения  АН  ГССР, т. 139, № 1.