მუსერიძე-ჯავახიშვილი თამარ ლუკას ასული
მუსერიძე-ჯავახიშვილი თამარ ლუკას ასული

მუსერიძე-ჯავახიშვილი თამარ ლუკას ასული (01.XI.1930, თბილისი), ფსიქოლოგი. პედ. და ასაკობრივი ფსიქოლ. მკვლევარი, ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი, საქართვ. განათლების მეცნ. აკად. წევრი (1999). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი ფსიქოლ. სპეციალობით (1953). ფსიქოლ. მეცნ. კანდ. (1969) და ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სასკოლო წარმატების დაქვეითების ზოგიერთი მიზეზი გარდამავალ ასაკში“. მ. თ. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, იკვლევდა ი. ჭავჭავაძის არქივს განათლების საკითხებზე. ეწეოდა პრაქტ. საქმიანობას ფსიქოლ. ინ-ტის საბაზო თბილ. 53-ე და მე-3 ექსპერ. სკოლებში (1963-1974). იყო თსუ-ის ზოგადი ფსიქოლ. კათედრის დოცენტი, ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი და სწავლული მდივანი (1974).  ფსიქოლ. ფაკ-ტის ცალკე გამოყოფის შემდეგ მ. თ. იყო სამეცნ. საბჭოს წევრი და ხელმძღვანელობდა მეთოდსაბჭოს (1976–1980), მოგვიანებით კი გახდა ასაკობრივი და პედ. ფსიქოლ. კათედრის გამგის მოადგილე და თსუ-ის ასაკობრივი და პედ. ფსიქოლ. კათედრის რამდენიმე წევრთან ერთად  პედ. პროფილის ფაკ-ტებისთვის პრაქტ. პედ. ფსიქოლ. 2 სემესტრიანი კურსის ხელმძღვ. მ. თ. იყო ხელმძღვ. სკოლებში ფსიქოლ. სამსახურის დაფუძნების მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტისა, რომლის წარმატებამაც განაპირობა სკოლის ფსიქოლოგის სტატუსის განსაზღვრა და შტატის დაშვება. იყო სკოლის ფსიქოლოგთა მრჩეველ-კოორდინატორთა მუდმივმოქმედი ცენტრის ხელმძღვ. და თბილ. მასწავლებელთა დახელოვნების ინ-ტში ახლად შექმნილი „სკოლის ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის“ განყ-ბის კონსულტანტი (1980-2003).  მიღებული აქვს ღირსების მედალი (განკარგულება № 824, მოწმობა № 00544, 2001) და  ღირსების ორდენი (განკარგულება № 822, მოწმობა № 07264, 2012).  მ. თ. არის არაერთი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. პერ. გამოცემებსა და სამეცნ. კრებულებში გამოქვეყნებულია მისი სტატიები და კვლევები:„ზოგი რამ სწავლაში ჩამორჩენილობის შესახებ“ (სკოლა და ცხოვრება № 7, 1968); „სასკოლო წარმატების დაქვეითების მიზეზები გარდამავალ ასაკში“ (სკოლა და ცხოვრება № 7, 1969); „Влияние некоторых изменении подросткового возраста на школьную успеваемость“ (изд. Академии наук Грузии:Психологические исследования, 1971); „ოჯახის აღმზრდელობითი საქმიანობის ზოგიერთი ნაკლი“ (სკოლა და ცხოვრება № 4, 1972); „მოზარდის ნეგატივიზმის ფსიქოლოგიური საფუძვლები“ (სკოლა და ცხოვრება № 9, 1980); „მოზარდის ნეგატივიზმის ობიექტური ფაქტორები“ (სკოლა და ცხოვრება № 11, 1980); „მოსწავლეთა ოპტიმალური და ფაქტობრივი დატვირთვა“ (სკოლა და ცხოვრება № 1, 1981); „Уровень потенциальных возможностей и школьной успеваемости“ (Journal Education, 1989); „პედაგოგიკა და პედაგოგიური ფსიქოლოგია“ (საქართვ. პედ. მეცნ აკად. მოამბე № 1, 1996); „ფსიქოანალიზი და აღზრდა“ (ი. გოგებაშვილის სახ. პედაგოგიკის ეროვნ. ინ-ტის. შრომათა კრებ. საზრისი № 6, 2005); „ა. ფროიდი ნევროზების პროფილაქტიკის შესახებ“ (საქართვ. პედ. მეცნ. აკად. მოამბე № 8, 2005); „შეხედულებები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“ (განათლება № 1, 2009); „სწავლა და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ (განათლება № 1, 2009); „ი. გოგებაშვილის დედა ენის ფსიქოლოგიური საფუძვლები“ (განათლება № 2, 2010); „ჰოლისტური მიმდინარეობა განათლებაში“ (მეცნიერება და სკოლა № 11, 2011); „ი. გოგებაშვილის შემოქმედების ზოგიერთი ასპექტი“ (განათლება № 3, 2011); „განათლების ფსიქოლოგიის მიმართება პედაგოგიურ ფსიქოლოგიასთან“ (მეცნიერება და სკოლა № 111, 2012); „თავისუფალი სწავლის საკითხი ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში“ (განათლება № 4, 2012); „The Question of Free Study in Humanistic Psychology“ (Journal Education № 4, 2012); „პედაგოგთა ფსიქოლოგიური მომზადება განვითარებულ ქვეყნებში“ (მეცნიერება და სკოლა № IV, 2013); „დ. უზნაძე და თანამედროვე განათლების ფსიქოლოგია“ (განათლება № 7, 2015); „ნიჭიერთა პერფექციონიზმის ზოგიერთი უარყოფითი შედეგი“ (განათლება № 7, 2015); „Dimitry Uznadze and Modern Educational Psychology“ (Journal Education № 7, 2015); „ინკლუზიური განათლების ერთი ფსიქოლოგიური ასპექტი“ (მეცნიერება და სკოლა, 2016).