-
ავტორი
- კატეგორიები: ზოოლოგი ბიოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
მურვანიძე მაკა ოთარის ასული (08.X.1971, თბილისი), ზოოლოგი, ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი, სპეციალობით ზოოლოგია (1994). იყო საქ. მეცნ. აკადემიის ზოოლოგიის ინ-ტის უხერხემლო ცხოველთა ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1999-2006); მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2009); თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ბიომრავალფეროვნების სასწ.-კვლ. ლაბორ. გამგე და ლექტორი (2007-2010); საქართვ. აგრ. უნ-ტის ენტომოლოგიის ინ-ტის მკვლევარი და უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2011-2021); აირჩიეს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის ბიომრავალფეროვნების კათედრის ხელმძღვანელად, პროფესორის სტატუსით (2021); არის ევრ. სკოლის სადიპლომო პროგრამის ბიოლოგიის მასწავლებელი (2016-დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე: „ქალაქ თბილისის ჯავშნიანი ტკიპების (Acari; Oribatei) ფაუნა და ეკოლოგია“ (2002). მისი ინტერესების სფეროა ნიადაგის ზოოლ. და ეკოლოგიის საკითხები და მოიცავს ისეთ ასპექტებს, რ-იცაა ტაქსონომია, ბიოინდიკაცია, ბიომრავალფეროვნება, ბიოგეოგრაფია, აღდგენითი ეკოლოგია. მ. მ. არის 81 სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის ერთი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი, რ-თა შორის უდიდესი ადგილი უჭირავს ნიადაგის ბინადარი, 14 ახ. სახეობის ჯავშნიანი ტკიპების შესწავლას: “Checklist of oribatid mites (Acari: Oribatida) of the Central Black Sea basin of Turkey with new records for the country” (Persian Journal of Acarology, 2020, 9(3); “Effectiveness of pest management options for brown marmorated stink bug Halyomorpha halys (Hemiptera: Pentatomidae) in hazelnut orchards in the republic of Georgia” (Annals of Agrarian Sciences, 2021, N 19); “Global monitoring of soil animal communities using a common methodology” (Soil Organisms, 2022, N 94(1); „Drosophilid flies (Diptera:Drosophilidae) of Georgia (Sakartvelo) with new records for the country” (Caucasiana, 2022, N 1; “Land use and soil characteristics affect soil organisms differently from above-ground assamblages” (BMC Ecology and Evolution, 2022, N 22); “Two similar species of genus Metabelba Grandjean, 1936 (Acari, Oribatidam Damaeidae) from Crimea and Caucasus” (Systematic and Applied Acarology, 2023, 28); „Results of the Study of Honeybee (Apis mellifera) Populations in Various Habitats of Borjomi Gorge“ (მოამბე, 2024, ტ. 18, N 4). აქტიურად თანამშრომლობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და USAID სოფლის მეურნეობის პროგრამასთან (2017-2023). კონსულტანტის სტატუსით მან მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის მავნებლების - აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) და ფრთალაქიანი დროზოფილას (Drosophila suzukii) მონიტორინგის პროგრამებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოაქვეყნა 4 სამეცნ. პუბლიკაცია. იგი არის არაერთი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი ნაშრომების ხელმძღ.; ევრ. აკაროლოგთა ასოციაციის წევრია (2006). იგი სამეცნ. ჟურნალების - „Annals of Agrarian Studies“ და „Systematic and Applied Acarology“ სექციის ხელმძღვ. და რეცენზენტი.
თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მურვანიძე, მ. (მთარგმნელი). (2005). საქართველოს პეპლების ზოგიერთი ენდემური, რელიქტური და სხვა იშვიათი სახეობები: კატალოგი. თბ., ISBN: 9994007998; მურვანიძე, მ. (თანაავტორი). (2009). უხერხემლო ცხოველები-ურბანიზებული გარემოს ბიოინდიკატორები. თბ.: უნივერსალი, ISBN: 9789941125072; მურვანიძე, მ. (თანაავტორი). (2011). ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია: სამაგისტრო პროგრამა "გამოყენებითი ბიომეცნიერებები". თბ., ISBN: 9789941037696.